x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134382
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
სიცოცხლისთვის სახიფათო სხეულის ფორმა: კაცი-სინთჰოლი კირილი ტერეშინი
image

კირილ ტერეშინი - 21 წლის ახალგაზრდა პიატიგორსკიდან. ცოტა ხნის წინ მის შესახებ მსოფლიომ არაფერი იცოდა, მაგრამ ინსტაგრამში გავრცელებული ფოტოს შემდეგ მან მთელს მსოფლიოს გააცნო საკუთარი თავი. პოპულარობა მას მისმა 60 სმ მოცულობის კუნთებმა მოუტანა. ეს ყველაფერი კუნთებში „სინთეტიკური ცხიმის" ინექციის შედეგად წარმოიშვა.image

ტერეშინი არმიიდან 2017 წლის ივლისსში წამოვიდა - მას შემდეგ იგი აქტიურად იყენებდა „სინთეზურ ცხიმებს". სინტოლი - სინთეზური ცხიმი რომელის შემადგენლობაშიც დაახლოებით 85% ზეთია, 7.5% ლიდოკაინი და 7.5% ბენზილის სპირტი. პრეპარატი პირდაპირ „აფეთქებას" ახდენს კუნთების ქსოვილებში.

image


ბოდიბილდერები სხვადასხვა პრეპარატებსა თუ საშუალებებს 80-90-იანი წლებიდან იყენებდნენ, შესაბამისად ხშირი იყო მათი გარეგნული დამახინჯებისა და დაღუპვის შედეგებიც, რომლებიც გამოწვეული იყო გადამეტებული ორგანიზმთან შეუთავსებელი პრეპარატებისა და ქიმიური ნივთიერებების მიღება ყოველგვარი წინასწარი განსაზღვრისა და დაკვირვების გარეშე.image

სულ რა რაღაც ერთი თვის შემდეგ მისი კუნთების მოცულობა 60 სანტიმეტრს შეადგენდა, რასაც ბუნებრივი გზით სხვადასხვა სპორტსმენი წლების მანძილზე ვერ აღწევს.image

ერთ-ერთი ვიდეო ბლოგერი განმარტავს, რომ იდეალური ეფექტის მისაღებად საჭიროა 10 დღის განმავლობაში გამოიყენოთ მისთვის აღიარებული და ეფექტური მეთოდი, რომლის მიხედვითაც კუნთების მოცულობას 26 სანტიმეტრით გაიზრდით, სწორედ ეს იყო შტაგონების წყარო 21 წლის ახალგაზრისთვისაც.image

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მისი სხეული საერთოდ არ გამოიყურება ისე, როგორიც მას სურდა და როგორიც ნამდვილ სპორტსმენებს ახასიათებთ.image

იგი იკვებებოდა ცუდად და არათანაბრად, არ ვარჯიშობდა დარბაზში, მაგრამ ხშირად სტუმრობდა ბარებსა და რესტორნებს.image

ზოგიერთ სურათში შესამჩნევია, რომ კირილის კუნთებს არაჯანსაღი ფერი აქვთ. მაგრამ მას ეს არ აინტერესებს, ასევე არ აინტერესებს მისი სხეულის ტემპერატურის მატება, რომელიც ზოგიერთ შემთხვევაში 40 გრადუსამდეც კი ადის.image
და ბოლოს ჩვენი გმირის რამდენიმე ვიდეო. ასე რომ ვთქვათ, სრულყოფილებისა და ფაქტის დადასტურების გამო.

0
182
5-ს მოსწონს
ავტორი:ნიკოლოზ ხუციშვილი
ნიკოლოზ ხუციშვილი
182
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0