x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134407
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
მსოფლიოს საუკეთესო მეტროს სადგურები (ფოტოებით)
image


მეტრო მსოფლიოში ყველაზე ხმაურიან ტრანსპორტად ითვლება, თუმცა არსებობს ისეთი სადგურები, რომლებიც იმდენად მიმზიდველია, რომ მხოლოდ დასათვალიერებლადაც კი შეიძლება ესტუმროთ.ერთ-ერთი მათგანია მოსკოვის მეტროს სადგური “კომსომოლსკაი", რომელიც სტალინის დროს, 1952 წელს გაიხსნა.მნახველებს ძალიან იზიდავთ მარმარილოს კედლები, ორნამენტებით დატვირთული ჭერი და უშველებელი ჭაღები.

ასევე კომუნიზმის პერიოდშია აშენებული ჩეხეთის დედაქალაქის, პრაღის მეტროს ერთ-ერთი სადგური, თუმimage
ცა ის ნამდვილად ფუტურისტულია, მისი კედლები წითელი და ოქროსფერი ფილებითაა მოპირკეთებული.

image
სადგური “T-Centralen" სტოკჰოლმის მეტროს სამ ხაზს აკავშირებს ერთმანეთთან.გამოქვაბულის ფორმის სადგური ხელოვანების მიერ იქნა მოხატული.

image
“T-Centralen"-იდან რამდენიმე მეტრში კი ასეთი სანახაობაა: კლდის ბუნებრივი ფორმა და ფერი შენარჩუნებულია.


image
დიახ, ესეც მეტროს სადგურია და ამასთან ნეაპოლის უნივერსიტეტიც.ფერადი იატაკი და აბსტრაქტული ქანდაკებები ისე მრავალფეროვნადაა განათებული, რომ ნამდვილ სპექტაკლს წარმოადგენენ.

image
მეტროს ლამაზი სადგურები გერმანიაშიც მრავლადაა.ერთ-ერთი მათგანია მიუნხენში არებული “ვესტფრიდჰოფის" სადგური, რომელიც 11 უშველებელი ლამპიონითაა განათებული.

image
“ხელოვნება და მეცნიერება", ასე ითარგმნება პარიზის მეტროს ერთ-ერთი სადგურის სახელწოდება.ის უკვე 110 წელზე მეტია, რაც არსებობს და ძალიან ჰგავს წყალქვეშა გემს, რომლის კედლებიც სპილენძითაა დაფარული.

image
კანადის ქალაქ ტორონტოს მეტროს ერთ-ერთ სადგურზე კი მუზეუმია მოწყობილი.

image
ყველაზე ძველი სადგური კი ლონდონში არსებული “ბეიქერ სტრიტია", რომელიც 1863 წელს გაიხსნა.

image
ეს კი ნიუ-იორკის მეტროს ყოფილი სადგური “სიტი ჰოლია", რომელიც 40 წლიანი არსებობის შემდეგ, 1945 წელს დაიხურა, თუმცა მისი მონახულება დღესაც ნებადართულია ნებისმიერისათვის.

0
291
1-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
291
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0