x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134030
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
წუხელ "ღვინის გალერეაში" ძარცვა მოხდა

image
დღეს, 16 ნოემბერს, ღამის სამ საათზე, ჩუღურეთის რაიონში მიხეილ წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მაღაზია "ღვინის გალერეაში" ძარცვის ფაქტი მოხდა. მძარცველებმა ჩატეხეს შუშა, დაამტვრიეს კარები და ამ გზით მოახერხეს მაღაზიაში შეღწევა. მაღაზიის სალაროდან წაიღეს ნაღდი ფული, დაზიანებულია ინვენტარი.


"ღვინის გალერეის" მიმდებარე ტერიტორიაზე დამონტაჟებულია სათვალთვალო კამერები, ჩანაწერებში ჩანს დამნაშავეების სახეები.


აღნიშნულ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება, მიმდინარეობს პირთა იდენტიფიკაცია. როგორც მაღაზიის თანამშრომლები აცხადებენ ბოლო ერთი თვის მანძილზე მსგავსი შემთხვევა უკვე მეორედ დაფიქსირდა.

0
112
2-ს მოსწონს
ავტორი:გეონევს
გეონევს
112
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0