x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
კალციუმი არც ფრჩხილებს ამაგრებს და არც თმებს!
image

ალბათ, ვიტამინებსა და მინერალებზე უკვე ყველაფერი ნაცნობია, მაგრამ ინტერნეტში ჯერ კიდევ შეგხვდებათ სტატია, რომელიც მითებითაა გაჯერებული ვიტამინებზე. მოდით, საბოლოოდ გავარკვიოთ რა არის რეალობა და რა -ფანტაზიის ნაყოფი.


1.“პოლივიტამინები იმუნიტეტს აძლიერებენ"

ჯერ კიდევ 2013 წელს გამოკვლევებმა პოლივიტამინების არაეფექტურობა დაამტკიცეს. მეცნიერები გვარწმუნებენ, რომ ამ მიზნით თანხის დახარჯვა აფთიაქში არ ღირს. “იმუნიტეტის გაძლიერება" ყველაზე ზოგადი ფორმულირებაა, რომელსაც მაქსიმალურად ფართო საზღვრები აქვს.


ვიტამინები, ცალკეული დანამატების სახით უნდა დანიშნოს ექიმმა მხოლოდ მაშინ, როცა მათი ნაკლებობა დამტკიცებულია. ყველაზე სასარგებლო კი ბალანსირებული კვებაა, რომელსაც ვიტამინებით მომარაგების “საქმეში" კონკურენტი არ ყავს.


2. “თუ გამუდმებით იღებთ ვიტამინებს, ჰიპერვიტამინოზი განვითარდება"

ჰიპერვიტამინოზი რომ განვითარდეს, ამისთვის ძალიან ძალიან უნდა მოინდომოთ, მით უფრო როცა საქმე ეხება B და C ვიტამინებს, რომლებიც მალე აითვისება ორგანიზმის მიერ და ასევე მალე გამოიდევნება.

А, Е, D, K ვიტამინები ნამდვილად მოითხოვენ გარკვეულ სიფრთხილეს, რადგან მათი მარაგი უფრო ნელა ივსება. ძირითადად ეს პრობლემა მაშინ შეიძლება განვითარდეს, თუ ადამიანი ხელოვნურად სინთეზირებულ კვებაზეა, მაგ: სპორტსმენები.


3.“კალციუმი ფრჩხილებს ამაგრებს"

ფრჩხილები(ისევე როგორც თმები) ცილოვანი სტრუქტურაა, მისი საფუძველი კერატინია. ფრჩხილებს სიმაგრეს ამინომჟავა ცისტეინი ანიჭებს და შესაბამისად მისი დეფიციტის დროს ფრჩხილები უფრო მყიფე ხდება. სამაგიეროდ, კალციუმი აუცილებელია ძვლებისა და ნერვული სისტემისთვის.


4.“ვიტამინი C გაციებისას გვეხმარება"

ეს მოსაზრება მეოცე საუკუნის 70-იანი წლებიდან არსებობს მედიცინაში, მაგრამ არ არსებობს გამოკვლევა, რომელიც გაციების დროს ამ ვიტამინის ეფექტურობას დაადასტურებდა. აი, ვიტამინი D კი ნამდვილად ეხმარება ორგანიზმს წინააღმდეგობა გაუწიოს ავადმყოფობას. სამაგიეროდ, სულ უფრო იზრდება იმ ზრდასრულ ადამიანთა რიცხვი, რომელთაც ვიტამინი D აკლიათ. ანუ ისინი მზის სხივებს ვერ იღებენ, რაც მთელი დღის ოფისში გატარებითაა გამოწვეული.


5.“ბოსტნეულში, ხილსა და ბურღულში ყველა ვიტამინია"

მცენარეულ საკვებში, გარდა იდენტური ცხოველური ცილისა, ვერ იპოვით უაღრესად მნიშვნელოვან В12 ვიტამინს, რომელიც მხოლოდ ცხოველური წარმოშობის საკვებში გვხვდება საკმარისი რაოდენობით და ვერავითარი ბურღული, პარკოსნები და ხილ-ბოსტნეული ვერ შეცვლის მას. ეს ვიტამინი ძალიან მნიშვნელოვანია რკინის გაცვლის პროცესისთვის და მისი ნაკლებობის შემთხვევაში ანემია ვითარდება, რაც გამოიხატება სისუსტით, აპათიით, ძილიანობით, მეხსიერებისა და ყურადღების დაქვეითებით.



0
82
1-ს მოსწონს
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
82
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0