x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
კიბოს პირველი 7 სიმპტომი , რომელიც ნაადრევ სტადიაზე შეიმჩნევა

სიმსივნე ჩვეულებრივი ქსოვილია, რომელიც უჯრედებისგან შედგება. ნორმალური უჯრედებისგან განსხვავებით მათ დაკარგული აქვთ დიფერენციაციის უნარი და ახასიათებთ განუსაზღვრელი გამრავლება. სწორედ ახლად წარმოქმნილი ქსოვილია მთავარი პრობლემა, რომელიც აზიანებს ირგვლივ მდებარე ორგანოებსა და ქსოვილებს. იმის მიხედვით, თუ როგორი უჯრედული წარმონაქმნია სიმსივნე, განარჩევენ მწიფე, ანუ კეთილთვისებიან და უმწიფარი, ანუ ავთვისებიანი სიმსივნე.image

კეთილთვისებიან და ავთვისებიან სიმსივნეს შორის განსხვავება ისაა, რომ ავთვისებიან სიმსივნეს ახასიათებს სწრაფი ზრდა, შეჭრა ირგვლივ მდებარე ქსოვილებში და მათი დაზიანება. შემდეგ შეჭრილი ორგანიზმები ქმნის გარკვეულ კვანძებს და ეს კვანძები ახალი სიმსივნური წარმონაქმნებია, რასაც მეტასტაზები ეწოდება. აღსანიშნავია, რომ სიმსივნის დროს დროულ გამოვლინებას აქვს არსებითი მნიშვნელობა, ანუ სიმსივნე საწყის სტადიაზე განკურნებადია.

არსებობს სიმპტომები, რომლებსაც უნდა მივაქციოთ ყურადღება:

სისხლდენა ან გამონადენი

რეგულარული თავბრუსხვევა

გაურკვეველი მიზეზებით ტემპერატურის აწევა

არსებობს ცვლილებები კანზე

ექსკრეციული სისტემის ფუნქციის დარღვევა

ხანგრძლივი დროის მანძილზე ჭრილობა ან წყლული არ ხორცდება
არსებობს ცვლილებები ხალებზე და მეჭეჭებზე

0
234
7-ს მოსწონს
ავტორი:ნათია ჩხობაძე
ნათია ჩხობაძე
234
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0