x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134387
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
მე აქ აღარ ვიქნები

imageმე აქ აღარ ვიქნები, ალბათ იტყვის ვინმე სხვა, და დაიწყებს გოდებას, ტირიფებად რომ მოჩანს, მე გამათბობს აისი, რა მახარებს არ ვიცი, ირგვლივ ვხედავ ყვავილებს წითელ-ყვითელ კაბებში, მინდა იყოს ცამმეტი ვინმეს რამეს არ ვეტყვი მინდა იყოს თოთხმეტი, ალბათ მალე მოვკვდები, მაგრამ მანამ საქმე მაქვს, მინდა გავცე ხარკები, შენამდე მოსასვლელად, შორი გზა მაქვს სავლელი, როცა მოვალ გეტყვი რომ, მომწონს შენი თვალები, და თვალებში გატყობ რომ, ჩემი პრინცი გახდები, ნეტავ მართლა ასე იყოს, იქნებ სულაც არ ვცდები, “მწარე იყო წარსული, რომ დღეისთვის გვეხარა" ამ ნაწვიმარ ქუჩებში, მზეა - გამოიდარა, მე კი ფიქრი თან მახლავს, ჩემი თანამგზავრია, მაგრამ გულში სევდა და კვალაც ცივი ქარია, ნეტავ რა დამაოკებს, ანდა მე ვინ გამიგებს, მე ხომ ჩემი განცდა და ჩემი დარდი მაშფოთებს. მე აქ აღარ ვიქნები, ალბათ იტყვის ვინმე სხვა, ჩემი გული მოკვდა და ნაფლეთებად დაიმსხვრა, მერე ცაში აიჭრა და უკვალოდ გაფრინდა.

0
55
3-ს მოსწონს
ავტორი:თამარ ბერიძე
თამარ ბერიძე
55
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0