x
image
natia.a
როგორ ავარჩიოთ ნამდვილი ბრილიანტის ბეჭედი და რას ნიშნავს ოქროს სინჯი - ნუ მოტყუვდებით!
image

საიუველირო ნაკეთობებს თითქმის ყველა ქალბატონის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. მაგრამ ბევრმა არ იცის, რომ სამკაულის არჩევისას გადამწყვეტი არა მისი სილამაზე, არამედ ხარისხია.

ამიტომ გთავაზობთ რჩევებს, რომლებიც დაგეხმარებათ ძვირფასი ქვის ხარისხიანი ბეჭდის შერჩევაში.


image

  • მაღაზიაში ბრილიანტის მაგივრად შესაძლებელია ხელოვნური ქვა - ფიანიტი შემოგაპარონ. ქვა ძალიან ჰგავს ბრილიანტს, მაგრამ აქვს ერთი მინუსი - დროთა განმავლობაში იბურება. რამდენიმე წლის შემდეგ კი შესაძლოა საერთოდ გამოუსადეგარი გახდეს და ბიჟუტერიადაც კი აღარ გამოდგეს.

    image

  • ყველა ბრილიანტი ერთნაირი არ არის. ფასი დამოკიდებულია ქვის მთავარ პარამეტრებზე: მასა (კარატებში), სიწმინდე, ფერი და ჭრა. დაწვრილებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ცხრილში - ეს დაგეხმარებათ ნაკეთობის მარკირების გაშიფვრაში. image

  • ბეჭდის დახვეწილობა დიდწილად არის განპირობებული მასში არსებული ბრილიანტის კარატზე. სურათზე ნაჩვენებია, როგორ გამიყურება ხელზე სხვადასხვა მასის ქვის მწონე ბეჭდები. image


  • ბრილიანტი მხოლოდ ჩვეულებრივი რადიალური ფორმის არ არის. ქვის ჭრის სხვადასხვა ფრომა არსებობს და ყოველი მათგანი თავისებურად წარმოაჩენს ძვირფას ქვას. image


  • თანამედროვე და ძველი ჭრები ერთმანეთისგან ერთი თვალის შევლებითაც კი განსხვავდება. მეორე მათგანი ხაზს უსვამს ქვის ფერს, თანამედროვე კი - სიკაშკაშეს.
image

  • სამკაულის ღირებულებას მკვვეთრად ამცირებს ე.წ. "ვარდის" ბრტყელი ჭრა. თუმცა ჭკვიანური ჩარჩო ადვილად ფარავს ამ ნიუანსს და შედეგად იღებთ ხარისხიან და ლამაზ სამკაულს ხელმისაწვდომ ფასად.
image

  • ორეოლს ეძახიან მიმობნეულ უმცირესი ზომის ძვირფას ქვებს. ორეოლი სამკაულის ღირებულებას მნიშვნელოვნად ამცირებს, მაგრამ ქმნის დახვეწილ სიკაშკაშეს და ვიზუალურად ადიდებს ცენტრალურ ქვას (ასეთი არსებობის შემთხვევაში). განსხვავება იხილეთ სურათზე. image

  • რუხი ბრილიანტი ნაცრისფერ შეფერილობას იღებს შემადგენლობაში უცხო შენაერთების არსებობის გამო. მიუხედავად ამისა, ამგვარი ბრილიანტი კეთილშობილებასა და სიკაშკაშეს არ კარგავს, ფასი კი ხელმისაწვდომი აქვს. image

  • ბუნებაში ბრილიანტის სხვა შეფერილობებიც გვხვდება. თანამედროვე ტქნოლოგიები კი ბრილიანტის ნებისმიერ ფერად შეღებვის საშუალებას იძლევა. imageimage


  • თუ რაიმე მიზეზის გამო, ბრილიანტის ბეჭედს არ ან ვერ ყიდულობთ, უამრავი სხვა, არანაკლებ ეფექტური ძვირფასი ქვა არსებობს.
  • image
  • ძალიან ლამაზია ასევე მრგვალად გახეხილი, არაწახნაგოვანი ძვირფასი ქვები - კაბოშონები. მათ შორისაა ქარვა, მთვარის ქვა, მალაქიტი, ონიქსი და სხვა.
image

  • ოქროს ბეჭდის შეძენისას ყურადღება მიაქციეთ და ერთმანეთს შეადარეთ სხვადასხვა სინჯები. ეს დაგეხმარებათ სასურველი ფერის ოქროს არჩევაში. ერთი კარატი არის შენადნობში წმინდა ძვირფასი მეტალის წილი. შენადნობში ოქროს რეალურ პროცენტს მიუთითებს "CT" ასოების წინ არსებული რიცხვი. რაც მეტია აღნიშნული რიცხვი, მით უფრო რბილია მეტალი და მეტად გამოხატულია ყვითელი ფერი. ამიტომ, მაღალი სინჯის ოქროს ნაკეთობა უფრო სქელი უნდა იყოს.

ასევე დაგაინტერესებთ:


1. დეტალი, რომელიც სტილურ გარეგნობას უგემოვნოდ აქცევს - როგორ შევარჩიოთ სწორად ფეხსაცმლის ფერიimage


2. როგორ შევარჩიოთ იდეალური ვარცხნილობა სახის ფორმის მიხედვით - ეს უნდა იცოდეთ!image


3. რომელ თითზე და როგორ ვატაროთ სწორად ბეჭედი - ეს ბევრმა არ იცის!image


4. რატომ არ უნდა ვატაროთ ერთად ოქროსა და ვერცხლის სამკაულები?

image

5. როგორ მოვაშოროთ ნაკაწრები ტყავის ფეხსაცმელს და ავეჯს - განაახლეთ საყვარელი ნივთები!image


6. როგორ დავიცვათ ფეხსაცმელი მარილის ლაქებისგან ზამთარში - ეს უნდა ვიცოდეთ!image


7. როგორ განვასხვავოთ ნამდვილი ტყავი ხელოვნურისგან მაღაზიაშივე (!) და როგორი უნდა იყოს იარლიყიimage

1
8653
11-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
8653
  
2017, 16 ნოემბერი, 11:04
კარგი იყო
0 1 1