x
image
Culture Express
ვარსკვლავი, ვარსკვლავური დაავადებების გარეშე დღეს იუბილარია - კირა ანდრონიკაშვილი
კირა ანდრონიკაშვილი დღეს ქართულ კინოში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ქალის დაბადების დღეა. კირა ანდრონიკაშვილი 1945 წლის 15 ნოემბერს დაიბადა თბილისში. მშობლები ალექსანდრე ანდრონიკაშვილი და ეკატერინე ჯორჯაძე იყვნენ. მისი მამიდები იყვნენ 20-30 იანი წლების საბჭოთა ეკრანის მეგავარსკვლავი ნატო ვაჩნაძე და 1937 წელს რეპრესირებული მსახიობი კირა ანდრონიკაშვილი ( უფროსი).

პირველად კონო სინჯზე 7 წლის ასაკში მოხვდა, როცა თენგიზ აბულაძემ "მაგდანას ლურჯაში" ბავშვის როლის შესასრულებლად მიიწვია, მაგრამ დაიწუნეს. მიზეზი ის იყო რომ სოფლელ ბავშვს არ ჰგავდა.

image პირველი როლი 12 წლის ასაკში ითამაშა ფილმში " მაიაკოვსკი იწყებდა ასე", ამის შემდეგ იყო ის როლები, რომლებმაც მას მაყურებელთა სიყვარული მოუტანეს, გამორჩეულია:ნოველა "მტრედები" ფილმიდან " ერთი ცის ქვეშ", " მე ბებია ილიკო და ილარიონი", "მთვარის მოტაცება", " მოლანდება", "თამუნა" და აშ.

12 წლის კირა ანდრონიკაშვილი ფილმიდან "მაიაკოვსკი იწყებოდა ასე" 1958


image იმის მიუხედავად რომ 20-ზე მეტ ფილმში გადაიღეს და მაყურებელთა განსაკუთრებული სიყვარული დაიმსახურა კირა ანდრონიკაშვილი თავს ვარსკვლავად არ მიიჩნევს. ახსოვს როგორ უბრალოდ ცხოვრობდა, ვარსკვლავი მამიდა - ნატო ვაჩნაძე, როგორ ურთიერთობდა მეზობლებთან, ამზადებდა სადილებს და ზრდიდა შვილებს.. ეს მისი მაგალითია, თუ როგორ უნდა იცხოვროს. სამი ვაჟის თენგიზის, ელდარისა და გიორგის დედას ნატოს ძმის შვილი კირა საკუთარი შვილივით უყვარდა, მუსიკალური სკოლის გამოცდებზე დაყვებოდა და როცა ავადმყოფობდა უვლიდა..

კირა ანდრონიკაშვილი ის აღიარებულია ყველა დროის ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ქალად. თავად ამბობს: " როცა სილამაზეზე საუბრობენ უნდა ითქვას, რომ დიდი მნიშვნელობა აქვს გენეტიკას, ამას იმიტომ კი არ ვამბობ, რომ ვინმე ისეთი მყავდა და ჩემს წინაპრებს ვაქებ, სულაც არა. ასევე მნიშვნელობა აქვს კუნთს, აგებულებას, დიდ როლს თამაშობს განწყობაც, გამწყობის თეორია ტყუილად ხომ არ დაწერა უზნაძემ? მე მინახავს ქალები, რომლებიც სალონებში გაუთავებლად გადადიან ერთი პროცედურიდან მეორეზე და დაღლილები არიან, როცა ამ ყველაფრით დაღლილი ხარ ვერ იქნები ლამაზი.."

image " გარეგნული სილამაზე ადამიანის სულიდან მოდის, ადამიანებმა სული უნდა გაილამაზონ, მე მინდა ქართველ ერს ჰქონდეს სიკეთის სხივი ქალაქში.." - კირა ანდრონიკაშვილი

image

იმის მიუხედავად, რომ პროფესიით მსახიობი არ არის ოცზე მეტ ფილმში გადაიღეს და უმუშავია ისეთ რეჟისორებთან როგორებიც არიან ლანა ღოღობერიძე, თენგიზ აბულაძე, თამაზ მელიავა და ა.შ

image

" ყველა ჩემი როლი მიყვარს, ყველას თავისი ადგილი აქვს ჩემს გულში, განსაკუთრებით მიყვარს ახტაჯანა - " მტრედებში", ცირა - მე ბებია ილიკო და ილარიონიდან", ძაბული " მთვარის მოტაცებიდან", რომლის გადაღებებისასაც 27 წლის ვიყავი, ზემო აფხაზეთში ვიღებდით, საკმაოდ ცივ ამინდში და თხელი ტანსაცმელი მეცვა, მაგრამ არ გავციებულვარ, კინო გადაღებას ეს თავისებურება აქვს არ ცივდება მსახიობი.."

ფილმიდან " მე ბებია, ილიკო და ილარიონი" :

image
ახსოვს რომ თხუთმეტი წლის ასაკში სოფიკო ჭიაურელმა ჩითის კაბა აჩუქა, რომელსაც თავისი ხელით მიაკერა მკლავები და მანჟეტები და უთხრა " წადი ახლა რუსთაველზე გაიარე და ყველა შენ შემოგხედავსო.." , მას შემდეგ მრავალი ათეული წელი გავიდა და როცა ქუჩაში გადის ყველა კვლავ მას უყურებს, ესამებიან სიყვარულს გამოხატავენ და ა.შ ის დღესაც არაჩვეულებრივად გამოიყურება:

image

კირა ანდრონიკაშვილის ფოტოების განხილვისას ერთ-ერთი გოგონა წერს: " მახსოვს, ერთხელ კირა ანდრონიკაშვილი დავინახეთ ბახტრიონზე, ისეთი ლამაზი იყო, ისეთი, ასაკშიც კი თავისი ხიბლი მოჰყვებოდა, გავჩერდით და ვუყურებდით, შეგვამჩნია, გაიღიმა და გვითხრა თქვენც ძალიან ლამაზები ხართ გოგოებოვო, გაგვახარა.."

კირა ანდრონიკაშვილი დღესაც აქტიურად ეწევა სამსახიობო კარიერას, ახლა მიმდინარეობს გადაღება ბიძინა ჩხეიძის ფილმის " ბუდე", სადაც კირა ანდრონიკაშვილი მთავარ როლს თამაშობს.

ფოტო ახალი ფილმის გადაღებებიდან:

image


0
1548
შეფასება არ არის
ავტორი:Culture Express
Culture Express
1548
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0