x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134047
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508248
საქართველო მსოფლიოს უძველესი ცივილიზაციის სამეულშია

imageსაქართველო მსოფლიოს უძველესი ცივილიზაციის რეიტინგებში მესამე საპატიო ადგილზე გავიდა. როგორც ამერიკული საიტი "TheTopTens" აცნობს საზოგადოებას, უძველესი ცივილიზაციის რეიტინგის პირველ ადგილზე საბერძნეთია, ხოლო მეორე პოზიცია დაიკავა ეგვიპტემ. რაც შეეხება ჩვენს ქვეყანას, საქართველომ საპატიო მესამე ადგილი მოიპოვა თავისი უძველესი ტრადიციებით, უძველესი ციივილიზაციით, დამწერლობით, უძველესი ისტორიებით.მკითხველებისა და პორტალის მომხმარებლებისგან ირკვევა, რომ გამოკითხვაში 98 ქვეყანა იღებდა მონაწილეობას .ტოპ - 5 ქვეყნიდან ხუთეულში მოხვდა ასევე რომაული და ჩინური ცივილიზაციები.უკანასკნელი რანგის რეიტინგებში მოხვდნენ - კელტები, შუა საუკუნეების ინგლისი და ეთიოპია.საიტის მომხმარებლებს, როგორც წყარო წერს, არა მარტო ხმის მიცემა შეეძლოთ, ასევე კომენტარებსაც წერდნენ.ანუ - საქართველომ 300 კომენტარი დაიმსახურა, სადაც მომხმარებლები წერდნენ, რომ ქვეყანა ღვთისმშობლის წილხვედრია, ეს არის სამშობლო ღვინისა და ყველის, უნიკალური ისტორიებით და უძველესი დამწერლობით, ეს არის ქვეყანა საოცრად მამაცი ხალხით და უმდიდრესი კულტურით.imageკომენტარებში არა მარტო ქართველები, უცხოელებიც იღებდნენ მონაწილეობას, რომელთაც არა ერთხელ უმოგზაურით ჩვენს ქვეყანაში.ზოგიერთი მათგანი წერდა, რომ " история началась именного с этого места", რომ ქართული ცეკვა და სიმღერა უნიკალურია და ამ ყველაფერს ხელს უწყობს საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა."The Top Tens" - ეს არის ონლაინ - პლატფორმა, რომელიც ქსელის მომხმარებელთა კვლევის შედეგებს წარმოადგენს (топ-10) კულტურაზე, განათლებაზე, ისტორიაზე, თანამედროვე კომუნიკაციებზე და სხვადასხვა სფეროებზე.საიტი ფუნქციონირებს 2005 წლიდან და ამ ხნის განმავლობაში მის ბაზაში მილიონობით სხვადასხვა რეიტინგები შეიკრიბა.





0
294
5-ს მოსწონს
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
294
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0