x
image
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
როგორია 2018 წლის საახალწლო დეკორაციების ტენდენციები და სად შევიძინოთ ყველაზე მოდური აქსესუარები?


როგორც ცნობილია, აღმოსავლური კალენდრის მიხედვით 2018 წელს ყვითელი ძაღლის წელი გვესტუმრება. შესაბამისად, რადგან ძაღლი მეგობრული, მზრუნველი, ერთგული და წესრიგის მოყვარული არსებაა, მაქსიმალურად უნდა მოვინდომოთ, რომ წლის „გმირს“ სათანადოდ მომზადებული დავხდეთ და სახლიც სადღესასწაულოდ მორთული დავახვედროთ.



image



ამისათვის კი უნდა ვიცოდეთ, თუ როგორი აქსესუარებია ტრენდული მსოფლიოში 2018 წლისთვის, ასევე როგორი ფორმის, ფერის და რომელი მასალით დამზადებული სათამაშოები გამოვიყენოთ. ამ მხრივ უნდა ითქვას, რომ გავიმართლა, რადგან ყვითელი ძაღლის წელიწადი გვაძლევს არჩევანის საშუალებას გამოვიყენოთ ნაძვის ხის მოსართავად ოქროსფერი, ვერცხლისფერი, ქარვისფერი, ყვითელი, წითელი, ფორთოხლისფერი სათამაშოები. რაც შეეხება მასალას, რომლისაგნაც უნდა იყოს საახალწლო აქსესუარები დამზადებული - 2018 წლისთვის საუკეთესო და მოდურ ტრენდად ითვლება ბუნებრივი მასალით შექმნილი სათამაშოები, მაგ: ხის, ტყავის, ჩალის მასალიგან დამზადებული აქსესუარები. ასევე წელს რეკომენდირებულია სხვადსახვა ფორმისა და ზომის მინის ბურთები და კერამიკის სათამაშოები.





ზემოთ ჩამოთვლილი რჩევები აუცილებლად დაგეხმარებათ მორთოთ სახლი და საახალწლო ნაძვის ხე ისე, რომ სადღესასწაულოდ საუკეთესო განწყობა შეგექმნათ. თუმცა, აუცილებელია იმის ცოდნაც, სად შეგიძლიათ 2018 წლის ყველაზე ტრენდული დეკორატიული ნივთების შეძენა. მათ, ვინც საახალწლოდ უპირატესობას მოდურ აქსესუარებსა და მაღალ ხარისხს ანიჭებს, წელს ყველაზე ფართო არჩევანს წიგნის მაღაზიათა ქსელი „ბიბლუსი“ სთავაზობს. უმაღლესი ხარისხის გერმანული და ჰოლანდიური აქსესუარების შეძენა ექსკლუზიურად, მხოლოდ „ბიბლუსის“ ფილიალებში არის შესაძლებელი. აქ შეხვდებით, როგორც ნაძვის ხის მოსართავ სათამაშოებს, ასევე საახალწლოდ გაფორმებულ სახლის დეკორატიული ნივთების ძალიან დიდ არჩევანს.


image

ალბათ დამეთანხმებით, რომ როცა წინასწარ ზუსტად იცი, სად უნდა მიხვიდე სასურველი ნივთების შესაძენად, ძვირფასი დროც გეზოგება და აღარ გიწევს ზედმეტი ფიქრი იმაზე, როგორ დახვდე ღირსეულად და მოდურად 2018 წელს. ამ კუთხით კი საახალწლო აქსესუარებისთვის „ბიბლუსის“ მაღაზიათა ქსელში სტუმრობა, ნამდვილად საუკეთესო გადაწყვეტილებაა.




0
192
5-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
192
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0