x
image
Maia kordzadze
Mediator image
ბიონსე, გამომწვევი მწვანე კაბით, კონცერტის ვარსკვლავი გახდა

image

36 წლის ბიონსე, რომელმაც 4 თვის წინ იმშობიარა, კვლავ განაგრძობს შთამბეჭდავი ფიგურის დემონსტრირებას. მან არაერთი სურათი გამოაქვეყნა ინსტაგრამზე, სადაც თავის ბრტყელი მუცლით პოზირებს. 17 ოქტომბერს, ნიუ-იორკში TIDAL X BROOKLYN- ის კონცერტზე, ის მწყვანე გამომწვევი კაბით გამოჩნდა. სახელგანთქმული თავის მეუღლის მხარდასაჭერად მოვიდა, რომელიც წელს ღონისძიების ხელმძღვანელი იყო.

image

ბიონსე პაპარაცების წინ, ვალტერ მენდესის ბრენდის, ღრმად შეხსნილი, ზურმუხტისფერი კაბით პოზირებდა. კაბას ამშვენებდა ელეგანტური ლორენი შვარტის საყურეები და მეწამული ფერის ბეწვი. გულშემატკივრებმა და პრესამ დადებითად შეაფასა მისი იმიჯი და კომპლიმენტები დაიმსახურა.

image

შეგახსენებთ, რომ მომღერალი ივნისში უკვე მეორედ გახდა დედა. მან ტყუპები: რუმი და სერი გააჩინა. ასევე ბეიონსა და ჯეი-ზის ხუთი წლის ქალიშვილი აივი ჰყავთ. ახლა ვარსკვლავი დიდ დროს თავის მეუღლესთან და შვილთან ერთად ატარებს, და მისი გამოსვლა სააშკარაოზე ძალიან იშვიათია. მისი პირველი გამოჩენა, ბავშვების გაჩენის შემდეგ, მოხდა წელს სექტემბერში, ნიუ-იორკში, ყოველწლიურ საქველმოქმედო ბალზე Rihanna Diamond Ball-2017.

image

imageimage

0
51
8-ს მოსწონს
ავტორი:Maia kordzadze
Maia kordzadze
Mediator image
51
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0