x
მეტი
  • 18.11.2017
  • სტატია:71065
  • ვიდეო:324130
  • სურათი:426063
აფხაზეთის უცნობი განძი

ჩვენს ქვეყანას უკვე რა ხანია დიდ ტკივილად აქვს დაკარგული ტერიტორიები რომლებიც ოკუპირებულია. აფხაზეთში, შემორჩენილია ის უძველესი კულტურული ძეგლები, რომელთა დავიწყებაც არ შეიძლება.


image

ამჯერად მოკლედ მიმოვიხილავთ ჩვენს ფასდაუდებელ სიმდიდრეს. ბიჭვინთა უძველესი დროიდან იყო ქრისტიანობის ერთ-ერთი მძლავრი კერა,


image



აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ანაკოფიის წმინდა სვიმონ კანანელის ეკლესიაც. იგი აგებულია ციხის ტერიტორიაზე.1991 წელს იგი შეაკეთეს, თუმცა მისი გუმბათი არ შეუკეთებიათ. რის გამოც შენობაში წვიმა ჩამოდის და ზიანდება იქ არსებული ფრესკები.


image


ქართული ხუროთმოძღვრების უმნიშვნელოვანესი ძეგლია ბედიის ტაძარი, იგი თარიღდება მე-6, მე-7 საუკუნეებით.ასევე გუდაუთიდან 10 კილომეტრში ვხვდებით დარბაზული ნაგებობის ტაძარს, აილაგა-აბიყუს. ეს სახელწოდება მას მოგვიანებით ეწოდა, აფხაზურად იგი დახლართულ კოშკს ნიშნავს. უნდა ვახსენოთ ლიხნეს ღვთისმშობლის მიძინების ტაძარიც. ოჩამჩირეში გვაქვს მოქვის საკათედრო ტაძარი, რომელიც ქართული კულტურის უძველესი კერა იყო.
ასევე ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია, რომელიც ოჩამჩირეშია. წმინდა იოანე ოქროპირის მონასტერი, მდებარეობს სოხუმის ჩრდილოეთით. აფხაზეთში კიდევ სხვა უამრავი კულტურული ძეგლი გვაქვს, ისინი ჩვენი ქვეყნის საგანძურს წარმოადგენენ, რომლებსაც გაფრთხილება სჭირდებათ.

აფხაზეთი სამეგრელოსთან, კახეთთან, სვანეთთან და ჩვენი ქვეყნის დანარჩენ კუთხეებთან ერთად ქმნის ქართულ კულტურას, რომლითაც ქართველი კაცი საუკუნეების მანძილზე იწონებს თავს.

0
46
2-ს მოსწონს
ავტორი:მღებრიშვილი გვანცა
მღებრიშვილი გვანცა
46
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0