x
მეტი
  • 18.11.2017
  • სტატია:71065
  • ვიდეო:324130
  • სურათი:426063
ყველაზე ღრმა მაღაროები მსოფლიოში

სიხარბე და ცნობისმოყვარეობა აიძულებს ადამიანს ავიდეს მსოფლიოს ყველაზე მაღალ წერტილებში, ჩაყვინთოს ოკეანის სიღრმეებში, გაფრინდეს კოსმოსში და ჩავიდეს მიწისქვეშ. მოდით, ამჯერად ყურადღება გავამახვილოთ ადამიანის მოღვაწეობაზე მიწისქვეშ და წარმოგიდგენთ მსოფლიოს ყველაზე ღრმა მაღაროებს.

დონბასის მაღარო, უკრაინა - სიღრმე 1546 მეტრი
image
აღნიშნული მაღარო ექსპლუატაციაში შევიდა ოცი წლის წინ. იგი აღჭურვილია უახლესი ტექნიკით და ითვლება ერთ-ერთ თანამედროვე მაღაროდ რეგიონში.
უბედური შემთხვევების რიცხვი დაყვანილია მინიმუმამდე, რადგან მაღაროში არსებული უსაფრთხოების ნორმები საერთაშორისო სტანდარტებს აკმაყოფილებს.

მპონენგი - სამხრეთ აფრიკა, სიღრმე 3800 მეტრი.
image
აქ, იოჰანესბურგის მახლობლად, 24/7 მიმდინარეობს ოქროს მოპოვების პროცესი. მაღაროს მფლობელები ახლო მომავალში აპირებენ უფრო ღრმად ჩასვლას, რადგან აღნიშნული ლოკაცია საკმაოდ მდიდარია ძვირადღირებული რესურსით. მპონენგი ასევე გამოირჩევა იმით, რომ მის ტერიტორიაზე გავრცელე-ბულია ბაქტერია, რომელიც მავნე ნივთიერებებს და ტოქსინებს შთანთქავს.

დასავლეთის მაღარო - სამხრეთ აფრიკა, სიღრმე 3800 მეტრი.
image

რეგიონის ყველაზე სახიფათო მაღარო, სადაც ძალიან ხშირია უბედური
შემთხვევები, რაც ნაწილობრივ გამოწვეულია გაუსაძლისი სიცხით (60 გრადუსი).

ვიტვატერსრანდი - სამხრეთ აფრიკა, სიღრმე 4500 მეტრი
image

მაღაროს მფლობელები ამტკიცებენ, რომ იგი აღჭურვილია თანამედროვე სავენ-ტილაციო სისტემით და 65 გრადუსიდან ჩამოყავს 28-მდე.
მაღაროში საკმაოდ ხშირია გარდაცვალების ფაქტები, რაც დიდი ალბათობით
განპირობებულია გაუსაძლისი ტემპერატურით.

ტაუ-ტონა - სამხრეთ აფრიკა, სიღრმე 5000 მეტრი
image
ჩვენი ჩამონათვალის უდაო ლიდერი გახლავთ მაღარო "ტაუ-ტონა".
მას ყოველდღიურად დაახლოებით 35 ათასი ადამიანი ემსახურება. მაღარო
ექსპლუატაციაში შევიდა 1957 წელს და იქიდან მოყოლებული მისგან დაახლოე-
ბით 1500 ტონა ოქრო ამოიღეს და რამდენი სიცოცხლის ფასად ამას ვერასდროს
გავიგებთ.

0
46
1-ს მოსწონს
ავტორი:ირაკლი ხირსელი
ირაკლი ხირსელი
46
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0