x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134330
  • ვიდეო:352432
  • სურათი:508412
სააკაშვილის ოჯახში მწუხარებაა! - რას წერს რუსული პრესა მიხეილ სააკაშვილზე?
imageახლახანს რუსულმა საიტმა ინფორმაცია გაავრცელა მიხეილ სააკაშვილის ოჯახზე, რომელსაც საფუძვლად უდევს ქალბატონი ელისო კილაძის ფეისბუქპოსტი. აი, რას წერს რუსული პრესა; - გაზეთ "ქრონიკა + - ის" მთავარი რედაქტიორი ელისო კილაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე მიხეილ სააკაშვილის ოჯახში დატრიალებულ ტრაგედიას ეხმაურება და წერს, რომ ქალბატონი მზია წერეთელი გარდაიცვალა.მწუხარებას გამოთქვამს და იზიარებს გიული და თემური ალასანიების, მიხეილ სააკაშვილის მწუხარებას.

app-facebook ელისო კილაძე :

ქ-ნი მზია წერეთელი გარდაიცვალა.ვიზიარებ თემურ და გიული ალასანიების, მიხეილ სააკაშვილის ოჯახების მწუხარებას.გულით თანაგიგრძნობთ


image


როგორც წყარო იუწყება, 85 წლის მზია წერეთელი აქტიურად უჭერდა მხარს საკუთარი შვილიშვილის მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკას. 2017 წლის იანვარში ქალბატონი მზია წერეთელი გაწევრიანდა კიდეც მიხეილ სააკაშვილის მიერ დაარსებულ " ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" და მისი წევრი გახდა.

2014 წლიდან დღემდე ქართველი სამართალდამცველების მიერ მიმდინარეობს გამოძიება სააკაშვილის წინააღმდეგ და თბილისში 500 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი ავტომანქანა RAV-4- თან ერთად, რომლებიც ქალბატონი მზია წერეთლის საკუთრება იყო, დაყადაღებულია. მიმდინარე წლის ნოემბრის თვეში უკრაინაში მომიტინგე საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა ერთ - ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოში მისი ნათესავები "კარგ ხელფასს" იღებენ და მისი ბებიაც კი მიუხედავად ასაკისა - მუშაობს.

0
492
3-ს მოსწონს
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
492
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0