x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
44 წლის ბრიტანელმა ქალმა მიატოვა ქმარი,9 შვილი და აფრიკაში 30 წლის კაცს ჩააკითხა,რომელიც "ფეისბუქით" გაიცნო
image

44 წლის ჰაიდი ჰეპვორტმა მიატოვა საკუთარი ქმარი ენდი, რომელიც აგრეთვე 44 წლისაა და გადავიდა გამბიაში საცხოვრებლად 30 წლის მამაკაცთან, რომელიც ინტერნეტით გაიცნო.


ენდი აღნიშნავს, რომ მის ცოლს აფრიკელმა მამაკაცმა ტვინი გამოურეცხა, აფრიკაში წასვლის წინ ერთი თვით ადრე ჰაიდიმ სხეული ტატუებით აიჭრელა და უცხოპლანეტელს დაემსგავსა, შემდეგ კი ცხოვრებაში პირველად დატოვა დიდი ბრიტანეთი და გაემგზავრა აფრიკაში მამადუ ჯალოუსთან, თან ქმარს დაუტოვა 9 შვილი.

image


წყვილს 6 საერთო შვილი ჰყავთ, აგრეთვე ჰაიდის სამი შვილი ჰყავდა წინა ქორწინებიდან, ენდი მათ როგორც საკუთარ შვილებს, ისე ზრდიდა.

თვითონ ჰაიდი აცხადებს, რომ მისი ახალი რჩეული არის ძალიან კარგი ადამიანი, რომელიც არ ცდილობს ბრიტანული პასპორტის მიღებას და თან მათი ურთიერთობა სავსეა სიყვარულით და ჰარმონიით.

ჰაიდი:"მე შევხვდი ახალგაზრდა ჯენლტმენს და ეს არ არის ინტრიგა....ჩვენს ქორწინებას ბზარი გაუჩნდა, ერთმანეთისთვის გავუცხოვდით, განა ქალს არა აქვს უფლება ბედნიერი იყოს?"

image

ენდიმ და ჰაიდიმ 18 წელი იცხოვრეს ერთად, ოფიციალურად ხელი მხოლოდ 5 წლის წინ მოაწერეს, ენდი, რომელიც ყოფილი სამხედრო ვეტერანია დარწმუნებულია, რომ მათ ქორწინებას ბოლო მოეღო.


"ამა წლის მარტის თვიდან შევამჩნიე ჩემს ცოლში ცვლილება, მას შემდეგ, როდესაც სოციალურ ქსელში აფრიკელ და აზიელ მამაკაცებს იმატებდა მეგობრებად, ამასთანავე დაიწყო მაკიაჟის ხმარება და იმ კაბებს იცვამდა, რომელსაც აქამდე არ ხმარობდა"-აღნიშნავს ენდი.

image

"მზრუნველი დედა არ წავა აფრიკაში საბორიალოდ, ვიღაც ბოიფრენდთან"-გულისტკივილით დასძინა ენდიმ.


ჰაიდი კი აცხადებს, რომ მისი მომავალი 5 000 კილომეტრით დაშორებულ გამბიაშია თავის ახალ ბოიფრენდთან და შვილებთან ერთად, რომლებსაც ყოველდღე ესაუბრება ვიდეოთვალით.


ენდიმ და ჰაიდიმ ერთმანეთი 90-იანი წლების პირველ ნახევარში გაიცნეს და როგორც მამაკაცი აღნიშნავს, მათი ურთიერთობა საკმაოდ მყარი იყო.

image



imageიხილეთ აგრეთვე





1
759
7-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
759
  
2017, 14 ნოემბერი, 21:29
გაგიჟდა ხალხი
0 1 1