x
მეტი
  • 18.11.2017
  • სტატია:71065
  • ვიდეო:324130
  • სურათი:426063
სიღნაღის მერმა სამივე მოადგილე გაათავისუფლა

image
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერმა უფლებამოსილების განხორციელება საკადრო ცვლილებებით დაიწყო. გიორგი გოგილაშვილმა პირველივე სამუშაო დღეს სამივე მოადგილე სამსახურიდან გაათავისუფლა. ხელშეკრულება აღარ გაუგრძელდათ გამგებლის მოადგილეებს: ნოდარ მევლუფიშვილს, ბერდია ასანიშვილს და ეკა ჩახნაშვილს.


გამგებლის ყოფილი მოადგილის, ეკა ჩახნაშვილის შეფასებით, ის უსამართლოდ გაათავისუფლეს, რადგან გამგებლის მოადგილედ მისი მუშაობის პერიოდი მუნიციპალიტეტისთვის ნაყოფიერი იყო და მას ამ ხნის განმავლობაში საყვედური და შენიშვნა არ მიუღია.


სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერი, გიორგი გოგილაშვილი მოადგილეების გათავისუფლებაში პრობლემას ვერ ხედავს და ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება კანონიერია.


''როდესაც ახალი მერი მოდის, მოადგილეები ავტომატურად თავისუფლდებიან. მე არაკანონიერად არ მოვქცეულვარ, შემეძლო გამეგრძელებინა ხელშეკრულება მათთვის, მაგრამ ასეთი გადავწყვეტილება მივიღე. ახალი მოადგილეების შესახებაც ჯერ არ მიმღია გადაწყვეტილება, სავარაუდოდ ერთ კვირაში გახდება ცნობილი, ვინ დაიკავებს აღნიშნულ პოზიციებს'', - აცხადებს გიორგი გოგილაშვილი.


სიღნაღის მერიაში სხვა საკადრო ცვლილებები ამ დროისთვის არ განხირციელებულა.

0
245
1-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
245
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0