x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134395
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508486
დედოფლისწყაროდან 20, სიღნაღიდან 28 საუკეთესო მოსწავლე დაჯილდოვდა
image
ქალაქ ყვარელში, ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 180 წლის იუბილესთან დაკავშირებით, კახეთის რეგიონის საბაზისო საფეხურის წარჩინებული მოსწავლეები დააჯილდოვეს ''ჩემი პირველი კომპიუტერით". დაჯილდოება ილიას სახელმწიფო მუზეუმში გაიმართა.


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორმა, ზვიად როსტომაშვილმა და კახეთის გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა კახეთის რეგიონის მასშტაბით 282 წარჩინებულ მოსწავლეს საჩუქრად პერსონალური კომპიუტერი გადასცეს.


აღსანიშნავია, რომ საჩუქარი დედოფლისწყაროდან 20, ხოლო სიღნაღის მუნიციპალიტეტიდან 28 მოსწავლემ მიიღო.



როგორც დედოფლისწყაროს საგანმანათლებლო რესურსცენტრში აღნიშნავენ, ყველაზე საუკეთესო მაჩვენებელი დედოფლისწყაროს მეორე საჯარო სკოლამ აჩვენა, საიდანაც ყველაზე მეტი მოსწავლე დაჯილდოვდა. დაჯილდოვებულთა დანარჩენი მონაცემები ასეთია: დედოფლისწყაროს #1 სკოლა – 3, მეორე სკოლა – 7, სამრეკლო – 3, გამარჯვება – 1, ზემო ქედის #1 სკოლა – 3, ზემო ქედის #2 სკოლა – 1, ქვემო ქედი – 2.


მოსწავლეები ამბობენ, რომ ეს მათთის დიდი სტიმულია და ამიერიდან სწავლას უფრო მეტი ენერგიით განაგრძობენ.

''ჩემთვის არ ჰქონდა მნიშვნელობა, კომპიუტერს გადმომცემდნენ, თუ სხვა საჩუქარს მივიღებდი. მთავარი ისაა, რომ მათი მხრიდან ყურადღება ვიგრძენით. რა თქმა უნდა კარგი შთაბეჭდილებები დამრჩა, იმიტომ რომ, ამ წლების მანძილზე ჩვენი შრომა დააფასეს და ეს ბევრს ნიშნავს ჩემთვის. ზოგადად, ვთვლი, რომ კარგია ასეთი საჩუქრები ბავშვებისთვის, იმიტომ რომ წახალისდებიან და უფრო მეტი მოტივაცია ექნებათ სწავლისთვის, კიდევ უფრო მეტს გააკეთებენ და იშრომებენ. პირადად ჩემთვის ეს საჩუქარი შრომის დაფასებას და პატივისცემას ნიშნავს. ამ ღონისძიებით შესაბამისმა ორგანოებმა ჩვენდამი ყურადღება და დაფასება გამოხატეს. ნელ-ნელა ვრწმუნდები, რომ ნამდვილი შრომა ყოველთვის ფასდება. რაც არ უნდა მოხდეს, ასე იქნება. ეს ლეპტოპებიც ზუსტად ამით დავიმსახურეთ. უმაღლეს ქულებზე დავამთავრეთ მეცხრე კლასი. მართალია ბევრჯერ დაგვაკდა გართობა, და ხანგრძლივი მეცადინეობის ფასად დაგვიჯდა, მაგრამ ეს ამად ნამდვილად ღირდა, '' – აღნიშნავს ქალაქ დედოფლისწყაროს მეორე საჯარო სკოლის მოსწავლე მარიამ მეხრიშვილი.


ამგვარი დაჯილდოვებები ყვარელში ტრადიციად იქცა და ყოველწლიურად იმართება.

0
142
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
142
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0