x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134038
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
შიდა ქართლი საფრთხეშია

image
2008 წლის აგვისტოს ომმა მძიმე დარტყმა მიაყენა შიდა ქართლის რეგიონს, თუმცა ყველაფერი ამით არ დამთავრებულა.ამის შემდეგ დაიწყო ე.წ.მცოცავი ოკუპაცია, რომელიც დღესაც გრძელდება.ამის შედეგად რუსეთის მიერ წართმეულ იქნა საქართველოს ტერიტორიის კიდევ 6 %. საზღვრისპირა სოფლებში მცხოვრები ქართველებისათვის უცხო გახდა უსაფრთხოების განცდა.მიუხედავად იმისა, რომ გამყოფ ხაზებთან დგანან ქართველი სამხედროები და ასევე რეგიონში ვითარების მონიტორინგს აწარმოებენ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიები, არ წყდება ქართული ტერიტორიების მიტაცება და მოსახლეობაზე ტერორი.

მდგომარეობას კიდევ უფრო ამძაფრებს ის ფაქტი, რომ ხელისუფლების მხრიდან არ არის სათანადო ყურადღება იქ მცხოვრები მოსახლეობის მიმართ და ხშირ შემთხვევაში მხოლოდ ერთჯერადი დახმარებებით თუ გაახარებენ ხოლმე მათ.მოუწესრიგებელია სარწყავი წყლის პრობლემა.მოსახლეობის უმრავლესობა დაუსაქმებელია და ახალგაზრდობის დიდი ნაწილი, ყოველივე ამის შემხედვარე, ქალაქში ეძებს ხსნას, შედეგად კი ქართული სოფლები თანდათან ცარიელდება, რაც ოკუპანტ ქვეყანას აძლევს შესაძლებლობას, უფრო მარტივად და ზედმეტი თავის ტკივილის გარეშე მიიერთოს ჩვენი ტერიტორიები.

იმისათვის, რომ კიდევ უარესი პრობლემის წინაშე არ დავდგეთ და მთლიანად არ დავკარგოთ შიდა ქართლი, საჭიროა შეიქმნას სამუშაო ადგილები რეგიონში და იქ დასაქმდნენ ადგილობრივი ახალგაზრდები, ასევე ჰქონდეთ მათ გართობის მრავალფეროვანი შესაძლებლობა, მოკლედ რომ ითქვას, ადამიანს უხაროდეს იქ ცხოვრება და არა პირიქით, გასაქცევად ჰქონდეს საქმე, საზღვრისპირა სოფლების ცხოვრება როგორც მინიმუმ უნდა უტოლდებოდეს ქვეყნის სხვა რეგიონებში არსებულ ცხოვრების დონეს და საუკეთესო შემთხვევაში უნდა ჯობდეს საქართველოს ყველა რეგიონს თავისი განვითარებით, შესაძლებლობებით, მიღწევებით, რათა არა თუ იქიდან წამოსვლაზე ფიქრობდეს ვინმე, არამედ ყველას იქით მიგვიწევდეს გული, მათ შორის ოდესღაც ჩვენთან ერთად მცხოვრებ ოსებსაც.

0
324
5-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
324
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0