x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
დედოფლისწყარო ერთადერთია, სადაც გამგებელმა მერის პოსტი შეინარჩუნა
image
დედოფლისწყაროს გამგებელი ნიკოლოზ ჯანიაშვილი კახეთის რეგიონში ერთადერთია, რომლის კანდიდატურაც მმართველმა გუნდმა კიდევ ერთხელ დაასახელა. ის ამჯერად მერის სტატუსით გააგრძელებს მუნიციპალიტეტის მართვას. დანარჩენ 7 მუნიციპალიტეტში გამარჯვება ქართული ოცნების ახალმა სახეებმა მოიპოვეს.


დედოფლისწყაროში არც მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ცვლილება იგეგმება. ყოფილი თავმჯდომარე ქართული ოცნების ახალი სიის პირველი ნომერია, რის გამოც საკრებულოს თავმჯდომარედ კვლავ მისი კანდიდატურა განიხილება.


21 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებში ნიკოლოზ ჯანიაშვილმა ხმების 65, 45%–ით გამარჯვება პირველივე ტურში მოიპოვა. ნიკოლოზ ჯანიაშვილი დღეიდან დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერის უფლებამოსილების შესრულებას ოფიციალურად შეუდგა. მან პირველი სამუშაო დღე მოქალაქებთან შეხვედრით დაიწყო, მათ პრობლემებს გაეცნო.


შეგახსენებთ, ნიკოლოზ ჯანიაშვილმა ეს სავარძელი უკვე მესამედ დაიკავა. თავდაპირველად დედოფლისწყაროს გამგებლად 2014 წლის თებერვალში ის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაამტკიცა, შემდეგ კი 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე პირდაპირი წესით არჩეული გამგებელი იყო. წინა არჩევნებზე ჯანიაშვილმა ქვეყნის მასშტაბით ერთერთი ყველაზე მაღალპროცენტიანი მხარდაჭერა აჩვენა. 2014 წელს გამგებელმა 9 910 ხმა მიიღო, რაც ამომრჩეველთა დაახლოებით 89%–ია.



ამჯერად, მაღალი პროცენტით გამარჯვების მიუხედავად აშკარაა, რომ დედოფლისწყაროში როგორც მმართველი პარტიის, ისე მერის მხარდაჭერა მნიშვნელოვნად შემცირებულია.


თვითმმართველობის რეფორმის ფარგლებში, ამიერიდან, მუნიციპალუტეტებში გამგეობას მერია ჩაანაცვლებს.

0
85
1-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
85
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0