x
მეტი
  • 18.11.2017
  • სტატია:71065
  • ვიდეო:324130
  • სურათი:426063
რუსი ახალგაზრდა ამტკიცებს,რომ ის მარსზე ცხოვრობდა

image

ბორისკა კიპრიანოვიჩმა მეცნიერები გამოცანის წინაშე დააყენა. ახალგაზრდა რუსმა ჯერ კიდევ ბავშვობის ასაკში გამოავლინა სამყაროს შესახებ უჩვეული ცოდნა. ის ამტკიცებს, რომ მარსზე უცხოვრია და იქ სიცოცხლე ნამდვილად არსებობს, რამაც მკვლევარები საფიქრებელში ჩააგდო. სინამდვილეში კი რუსი ახალგაზრდა მისი დაბადებიდან იქცა მეცნიერებისათვის ამოცანად. მისი მშობლების მტკიცებით, ბორისკამ სულ რამდენიმე თვისამ დაიწყო ლაპარაკი და მათთან სხვადასხვა თემებზე დისკუსიებსაც მართავდა, უფრო ხშირად კი საუბარი შეეხებოდა უცხოპლანეტელებს. 2 წლის ასაკში კი ბორისკას უკვე შეეძლო წერა, კითხვა და ხატვა. ეს ყველაფერი კი საშუალოზე მაღალ დონეზე. დედამისის განცხადებით, ბიჭუნა ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის იყო თავის დაჭერა რომ შეეძლო. კიდევ უფრო უცნაური აღმოჩნდა მშობლისათვის ის ფაქტი, რომ ბორისკა მის უჩვეულო წარსულზე საუბრობდა.

კიპრიანოვი ამტკიცებს, რომ ის მარსიდან დედამიწას უძველეს დროში ძველი ეგვიპტის ტერიტორიას სტუმრობდა. მისი განცხადებით, მარსზე გამანადგურებელი ომები მიმდინარეობდა, რაც დიდი კატასტროფით დასრულდა, თუმცა ზოგიერთი მაცხოვრებელი გადარჩა და ახლა ისინი მიწისქვეშეთში ცხოვრობენ. ისინი 35 წლის ასაკის შემდეგ წყვეტდნენ დაბერებას. მარსიანელებს კომუნიკაცია ჰქონდათ ძველ ეგვიპტელებთან, თავად კი მხოლოდ ერთხელ იმყოფებოდა დედამიწაზე.

0
244
3-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
244
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0