x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
დედოფლისწყაროს მერის პირველი სამუშაო დღე მოქალაქეთა მიღებით დაიწყო
image
ნიკოლოზ ჯანიაშვილი დღეიდან დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერის უფლებამოსილების შესრულებას ოფიციალურად შეუდგა. მან პირველი სამუშაო დღე მოქალაქებთან შეხვედრით დაიწყო, მათ პრობლემებს გაეცნო.


21 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებში ნიკოლოზ ჯანიაშვილმა ხმების 65, 45%–ით გამარჯვება პირველივე ტურში მოიპოვა. მეორე ადგილზე 18%–ით ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი ლევან ბაღაშვილი გავიდა, ხოლო მესამე ადგილზე 9, 17%–ით ევროპული საქართველოდან ივანე შანშიაშვილი


შეგახსენებთ, ნიკოლოზ ჯანიაშვილმა ეს სავარძელი უკვე მესამედ დაიკავა. თავდაპირველად დედოფლისწყაროს გამგებლად 2014 წლის თებერვალში ის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაამტკიცა, შემდეგ კი 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე პირდაპირი წესით არჩეული გამგებელი იყო. წინა არჩევნებზე ჯანიაშვილმა ქვეყნის მასშტაბით ერთერთი ყველაზე მაღალპროცენტიანი მხარდაჭერა აჩვენა. 2014 წელს გამგებელმა 9 910 ხმა მიიღო, რაც ამომრჩეველთა დაახლოებით 89%–ია.


ამჯერად, მაღალი პროცენტით გამარჯვების მიუხედავად აშკარაა, რომ დედოფლისწყაროში როგორც მმართველი პარტიის, ისე მერის მხარდაჭერა მნიშვნელოვნად შემცირებულია.



თვითმმართველობის რეფორმის ფარგლებში, ამიერიდან, მუნიციპალიტეტებში გამგეობას მერია ჩაანაცვლებს.


imageimage

0
41
1-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
41
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0