x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134469
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508531
«კუბო–სახლები», რომლებშიც ათასობით ადამიანი ცხოვრობს

image

თუ ოდესმე შეწუხებულხართ ბინაში სივიწროვის გამო, მაშინ აუცილებლად უნდა ნახოთ, თუ როგორ ცხოვრობენ ეს ადამიანები.

უძრავ ქონებაზე ფასების და ბინის ქირის სწრაფმა ზრდამ, ისინი საშინელ მდგომარეობამდე მიიყვანა და ნორმალურად ცხოვრების შანსი არ დაუტოვა: პატარა ქოხები, ლითონის კონსტრუქციები, პატარაფართიანი ბინები – ე. წ. «კუბო-სახლები» – ადგილები, სადაც ჰონკონგელების ერთი ნაწილი, დღის ბოლოს ბრუნდებ. მაგრამ, სახლია თუ თავშესაფარი, თავად გადაწყვიტეთ.

ფოტოგრაფებმა სურათებზე ასახეს ის საშინელი პირობები, რომლებშიც ეს ადამიანები ცხოვრობენ. მაგ., ზოგიერთ შემთხვევაში, სამზარეულო და საპირფარეშო ერთ ოთახშია გაერთიანებული, ან ორიარუსიანი საწოლები იმდენად პატარებია, რომ იქ ძილი მხოლოდ ემბრიონის პოზაში შეიძლება.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ ეს სახლები «ადამიანების ღირსების შემლახველად» სცნო, მაგრამ ამ ადამიანებს არჩევანის საშუალება არა აქვთ.

ჰონკონგის მცხოვრებლები თავიაანთ «კუბო-სახლებში» პოზირებენ

image

ლი სუეტ-ვენი, ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობენ ოთახში, რომლის ფართობი 11 კვ. მ-ია. მასში არის საწოლები, დივანი, მაცივარი, მაგიდა და სარეცხის მანქანა.

image

ლი მარტოხელა დედაა და მისი ხელფასი 4500 ჰონკონგური დოლარია (დაახლოებით, 577 აშშ დოლარი) თვეში, 750 ჰონკ. დოლარს ბინის ქირას იხდის, ხოლო დარჩენილი თანხის ნახევარი კომუნალურ გადასახადებს «მიაქვს».

imageთანამედროვე ჰონკონგში, საცხოვრებლის ბუმის ბნელი მხარე ის არის, რომ ასობით ათასი ადამიანი იძულებულია პატარა ზომის ბინებში – «კუბო-სახლებში» (როგორც მას ადგილობრივები ეძახიან) და სხვა «არაადეკვატურ ფართებში» იცხოვრონ.

image

imageეს კომუნალური ინის ნაწილია, რომელშიც ერთად ათეულობით ადამიანი ცხოვრობს:

image

image5 წლის ბიჭუნაა, რომელიც უკანონოდ აშენებული, თავისი პატარა «ბინის» წინ თამაშობს. საგანგაშო არაფერი იქნებოდა, ეს ბინა და ეზო, მრავალსართულიანი სახლის სახურავზე რომ არ იყოს.

image

imageსაცხოვრებელი სახლების სიძვირე, თანამედროვე ჰონკონგის ყველაზე დიდი სოციალური პრობლემა არის.

image

imageცე ჩუ პენსიაზე გავიდა და მას მხოლოდ ასეთ სახლში შეუძლია ცხოვრება.

image

63 წლის ვონგ ტატმინი ზის თავის «კუბო-სახლში», რომელშიც ძლივს ეტევა მისი საძილე ტომარა და პატარა ტელევიზორი. ის და კიდევ ერთი მოხუცი, სოციალურ მუშაკთან ჩივიან, რომ სახლში ბაღლინჯოები და ტარაკანები არიან.

image

image80 წლის ჩუნგ ჩიფონს, საკუთარ სახლში, ფეხების გაშლაც კი არ შეუძლია.

image

imageჰონკონგში მცხოვრები 7, 3 მლნ. კაციდან, დაახლოებით, 200 ათასი, სწორედ ასეთ სახლებში ცხოვრობს (მათ შორის 35 500 ბავშვია, 15 წლის ასაკამდე).

image

imageასე გამოიყურება პატარა ბინებიანი სახლი გარედან. ერთი შეხედვით, ვერც მიხვდებით, თუ რა ჯოჯოხეთურ პირობებში ცხოვრობენ იქ ადამიანები.

imageimage

imageimageimage
თქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:

კუბერ-პედი – მიწისქვეშა ქალაქი, რომელშიც 3 500 კაცი ცხოვრობს

საინტერესო ფაქტები მსოფლიოს ქვეყნების შესახებ

«ჯიბრზე სახლი» — ადამიანის მავნებლობის ძეგლი

2
607
8-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
607
  
2017, 1 დეკემბერი, 16:11
როგორც ფსიქოლოგები ამტკიცებენ, როდესაც ადამიანები თავისზე გაჭირვებულ ადამიანებს ხედავენ, თავს უკეთესად გრძნობენ. ჩვენთან კი იმდენი სოციალურად დაუცველია....
2017, 1 დეკემბერი, 15:48
რატომ უნდა მოგინდეს ადამიანს როდესაც ნეტზე მილიონი საინტერესო ინფოა ასეტი იფორმაციის აქ დადება?!
0 1 2