x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ამოირჩიეთ სურათი და გაიგეთ, რას უნდა ელოდეთ 2018 წელს
image

შეუცნობელისადმი ინტერესი ადამიანებს უძველესი დროიდან აქვთ. ზოგიერთების აზრით, მომავლის წინასწარმეტყველების უამრავი ხერხი არსებობს და მათ შორის, ყველაზე პოპულარული მკითხაობა არის. სწორედ მათ, ვისაც მკითხაობის სჯერა, სურათებით მკითხაობის შესაძლებლობას ვთავაზობთ: დააკვირდით პეპლებს და ამოირჩიეთ რომელიმე, ის რომელიც ყველაზე მეტად მოგეწონებათ. ქვემოთ კი გაიგებთ, თუ რა გელით უახლოეს მომავალში.

image

1. ახალი წელი ბედნიერებას მოგიტანთ. ეჭვი ნუ შეგეპარებათ, თქვენ ნამდვილად დაიმსახურეთ ბევრი სასიამოვნო მომენტი. იარეთ საკუთარი ოცნებისკენ სრული სვლით და უკვე მიღწეულზე არ გაჩერდეთ. თქვენ ყველაფერი გამოგივათ!

2. ეს წელი თქვენთვის ძალიან სენსიტიური (მგრძნობელობითი) იქნება. უპირველეს ყოვლისა, ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას, რადგან სიყვარული გელით და ეს გრძნობა არაფერმა უნდა დაჩრდილოს. ყურადღებით იყურეთ გარე ფაქტორების მიმართ, რომ მომავალი ბედნიერების ნიშნები არ გამოგეპაროთ!

3. ახალ წელს დიდი წარმატება გელით – ახალ სიმაღლეებს დაიპყრობთ და ყველაფერს მიაღწევთ, რაზეც ოცნებობთ. განვითარდით და მომავალს ღიმილით უყურეთ. გარისკეთ, თუ რისკი მართებულად მიგაჩნიათ და თქვენ აუცილებლად ააწყობთ თქვენი ოცნების კარიერას ან საკუთარი ბიზნესის განვითარებას შეძლებთ.

4. ახალი წელი თქვენთვის ჯადოსნური იქნება. საოცრებების არ გჯერათ? სამაგიეროდ, მათ სჯერათ თქვენი! გაუხსენით გული ზღაპარს, იოცნებეთ! თქვენ უამრავი სასიამოვნო სიურპრიზი და ახალი ამბავი გელით, რომლებიც ნამდვილად აღგაფრთოვანებთ.

5. ახალ წელს უამრავი პოზიტივი გელოდებათ. დაივიწყეთ ძველი უიღბლობა, თავიდან ამოიგდეთ ყველა პრობლემა, რომელიც აქტუალური აღარ არის. დატკბით ცხოვრების თითოეული მომენტით და უბრალო რამეებზე ნუ განაწყენდებით. თქვენ აუცილებლად ბედნიერი იქნებით.

6. ახალი წელი სიმსუბუქეს მოგიტანთ. თუ 2017–ში პრობლემების ზეწოლის ქვეშ იყავით, მომავალ 2018 წელს, ყველანაირი ტვირთისგან გათავისუფლდებით. და ნურაფერზე ინერვიულებთ, თქვენ ყველაფერი გამოგივათ! მხედველობის არიდან არ გამოგრჩებათ წვრილმანები და ოცნებებიც აგიხდებათ.

7. ახალი წელი თქვენთვის რომანტიკული იქნება. ვნებები ჩაცხრება და ადგილს, სიყვარულით და მზრუნველობით სავსე, უმშვენიერეს ურთიერთობებს დაუთმობს. ნუ შეგრცხვებათ, გამოიჩინეთ სინაზე და თქვენთვის ძვირფას ადამიანებთან დაუვიწყარ დროს გაატარებთ.

8. ახალი წელი თქვენთვის პროდუქტიული იქნება. ისწრაფეთ ახალი მწვერვალების დასაპყრობად, მიიღეთ განათლება და განვითარდით. თქვენს შეჩერებას პირადი ბედნიერებისკენ მიმავალ გზაზე, ვერავინ და ვერაფერი შეძლებს. თქვენ აუცილებლად მოიპოვებთ ფინანსურ დამოუკიდებლობას და ოცნების თანამდებობასაც მიიღებთ.

9. ახალი წელი თქვენთვის უცნაური იქნება. ყველაფერი, რაზეც გიოცნებიათ, რეალობად იქცევა. არ გადადოთ სურვილები და ოცნებები სამომავლოდ. ნუ დაუტოვებთ შანსს მოწყენილობას და დარდს. ოპტიმიზმით უყურეთ საკუთარ მომავალს.imageimageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:

ამ გოგონებიდან რომელია ასაკით უფროსი? უპასუხეთ და გაიგეთ საიდუმლო საკუთარი თავის შესახებ

ამოირჩიეთ ფიგურა და გაიგეთ, რა გელით ახლო მომავალში

ტესტი «აირჩიეთ პეპელა» და გაიგეთ რას მალავს თქვენი ქვეცნობიერი?!


მიწა, ცეცხლი, ხე, წყალი თუ მეტალი – თქვენ რომელი ხართ? გაიგეთ სიმართლე საკუთარ თავზე

0
1302
7-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1302
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0