x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134038
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ექიმი კომაროვსკი: როგორ განვიკურნოთ სურდოსგან

image


სურდო-მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციების ერთერთი ყველაზე გავრცელებული სიმპტომია. ავადმყოფობის მთელი გამოვლინება-მაღალი ტემპერატურა, სურდო, ხველა, მადის დაკარგვა-ორგანიზმის ბრძოლის ხერხია ინფექციის გამომწვევებთან. თანამედროვე წამლებს კი სასწაულის მოხდენა შეუძლიათ-ტემპერატურის მყისიერი დაგდება, სურდოს და ხველის მოშორება და ა.შ.

სამწუხაროდ, ბევრი ასეთი წამალი ჩვენს საშინაო აფთიაქშიც მოიპოვება, ამიტომ, ალბათ შეეცდებით თქვენი ან თქვენი პატარას მდგომარეობა შეამსუბუქოთ. შედეგად კი, სამდღიანი სურდოს ნაცვლად, შესაძლოა სამი კვირის გატარებამ მოგიწიოთ საავადმყოფოში, ფილტვების ანთებით.


რატომ ჩნდება სურდო?


პირველ რიგში, სურდოს დახმრებით ორგანიზმი ცდილობს შეაჩეროს ინფექცია ცხვირში(ამასთან, ხელს უშლის ინფექციის გავრცელებას ყელსა და ფილტვებში). მეორეც-ცხვირის ლორწოვანი გარსი გამოყოფს ლორწოს, რომელიც დიდი რაოდენობით შეიცავს ვირუსის გამანეიტრალებელ საშუალებას. მშობლების მთავარი ამოცანაა-არ დაუშვათ ცხვირის ლორწოვანი გარსის გამოშრობა! ამისთვის კი აუცილებელია სუფთა და გრილი, ნოტიო ჰაერი. მიეცით პატარას ბევრი სითხე დასალევად. თუ ლორწოვანი გარსი გამოშრა, ბავშვი პირით სუნთქვას დაიწყებს. ბრონქების სივრცეში ლორწო გასქელდება, გამოშრება და შესაძლოა ბრონქიტი და პნევმონიაც განვითარდეს.

image

როგორ მოვიქცეთ?

ბავშვის დახმარება შესაძლებელია ცხვირის ლორწოვანის დატენიანების გზით. მაგ: ფიზიოლოგიური ხსნარით, რომელიც ჩვეულებრივი მარილიანი წყალია. ჩააწვეთეთ 3-4 წვეთი თითოეულ ნესტოში, თუნდაც ყოველ ნახევარ საათში.


რა არ უნდა გავაკეთოთ?

ჩეულებრივი სურდოს დროს დაუშვებელია სისხლძარღვების შემავიწროებელი წვეთების გამოყენება. თავიდან თავს კარგად იგრძნობთ, სურდო მოგეშვებათ. შემდეგ კი უფრო ცუდად გახდებით-ცხვირის ლორწოვანი გარსი შეშუპებას დაიწყებს. გამონადენი გაქრება, მაგრამ ცხვირით სუნთქვა არა თუ აღდგება, არამედ უფრო გაუარესდება და კიდევ მოგიწევთ ჩაწვეთება. და ასე გაგრძელდება უსასრულოდ.


0
507
1-ს მოსწონს
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
507
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0