x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134028
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
,,არასოდეს არავინ შეგიყვარებს ასე თავდავიწყებით,,-დებიუსე ლილის
1899 წლის მაისში კლოდ დებიუსე, საყვარელ ქალს- ლილის სწერდა:image


საყვარელო ლილი,

გუშინ, მთელი დღე ვბრაზობდი..შენმა სტუმრობამ, რომელიც ბედნიერებით მავსებს ხოლმე, დამტოვა დათრგუნული და მზად ვიყავი, ცხოვრებაც აუტანლად მიმეჩნია... თითოს ეს არ კმაროდა და მე უკმეხად ვექცეოდი ადამიანებს, რომლბსაც უხაროდათ ჩემთან შეხვედრა.. ვიმეორებდი შენს სახელს, რომელიც ასე მიყვარს და მას ვეძახდი ტრამვაის მძღოლს და ჩემს უახლოეს მეგობარსაც კი.. ეს უდავოდ ასეა, ასე იწყება დიდი გატაცება, მაგრამ მე შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი ხანძარივით აალდა. მე ხშირად ვხედავ შენს ბაგეს და მთელი სხეული მტკივა, იმდენად გატანჯულია შეშლილი სურვილით, შენს სხეულს დაეუფლოს, მე შენ მწყურიხარ...


ხედავ, ლამაზო ლილი, შენ შეიძლება აღმოჩნდე ვინმეს უფრო მოქნილ მკლავებში, ვიდრე ჩემია და იგრძნო უფრო თბილი სისხლი შენის წილ, მაგრამ ეს არაფერია და არასდროს, არავინ შეგიყვარებს ისეთი აბსოლუტური თავდავიწყებით, როგორც მე . მე არასდროს შევზღუდავ შენ თავისუფლებას, მაგრამ მინდა, რომ სულ მოგწონდე, ვიყო ის, ვისაც შენი ბედნიერების სურვილს მიანდობ... შეიძლება თქვა, რომ ვაჭარბებ, მაგრამ შენც შეგიძლია მთხოვო, რაც გინდა, მე შემიძლია უდიდესი ბედნირება გაჩუქო...


კიდევ ერთი დღე და ხვალ! ახლა სასტიკი შიში მიპყრობს, რომ ვინმე შენს თავს წამართმევს.

გკოცნი ბევრს!

კლოდი

0
132
4-ს მოსწონს
ავტორი:ნინო ბაისონაშვილი
ნინო ბაისონაშვილი
132
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0