x
მეტი
  • 18.11.2017
  • სტატია:71065
  • ვიდეო:324130
  • სურათი:426063
სტრუქტურული ცვლილებები მთავრობაში - რომელი მინისტრი დატოვებს მინისტრის პორტფელს

imageახლახანს ქვეყანაში ჩატარებულმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებმა არა მარტო მერიისა და საკრებულოს სტრუქტურული ერთეულების ცვლილებები გამოიწვია, სერიოზული ცვლილებებია მოსალოდნელი მინისტრთა კაბინეტშიც. მთავრობაში განსახორციელებელ საკადრო ცვლილებებზე ოფიციალურ განცხადებს სავარაუდოდ ხვალ გააკეთებს პრემიერ - მინისტრი კვირიკაშვილი. დღეს კი ტელეეთერები მთლიანად დათმობილი ჰქონდა ვარაუდებს სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით. მთავრობაში დაგეგმილი საკადრო და სტრუქტურული ცვლილებების შედეგად, მინისტრთა კაბინეტს ჯამში 7 მინისტრი დატოვებს.ამის შესახებ მოლაპარაკებები მმართველ გუნდში მთელი დღეა მიმდინარეობს. არსებობს ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ მთავრობის ადმინისტრაციის შემდეგ კონსულტაციები " ქართული ოცნების" ოფისშიც გაგრძელდება.imageუფრო კონკრეტულად, არსებული ინფორმაციით, მინისტრის პორტფელს დატოვებენ:შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, სასჯელაღსრულების მინისტრი კახა კახიშვილი, რომელიც მთავრობის მიერ დაანონსებული, ახალი საგამოძიებო სტრუქტურის ხელმძღვანელად სახელდება, ასევე ენერგეტიკის მინისტრი ილია ელოშვილი, სპორტის მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, გარემოს დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი, ასევე ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე.არაოფიციალური ინფორმაციით, მინისტრის თანამდებობის დატოვების შემდეგ რამდენიმე მათგანმა შესაძლოა მუშაობა კვლავ აღმასრულებელ ხელისუფლებაში განაგრძოს და მათ იმ მიმართულებებს გაუწიონ კურირება, რომელთა სამინისტროების ხელმძღვანელებიც იყვნენ და რომლებიც ამჯერად სხვა უწყებებთან ერთიანდებიან.imageაღსანიშნავია, რომ არსებული ინფორმაციით, გაერთიანების შემდეგ ეკონომიკისა და ენერგეტიკის სამინისტროს ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ჩაიბარებს.ფინანსთა მინისტრის თანამდებობაზე დიმიტრი ქუმსიშვილის შემცვლელად "საქართველოს რკინიგზის" ხელმძღვანელის, მამუკა ბახტაძის კანდიდატურა განიხილება. რაც შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს, აღნიშნულ ძალოვან უწყებას სავარაუდოდ ეკონომიკის მინისტრი გიორგი გახარია ჩაიბარებს.სასჯელაღსრულებისა და იუსტიციის სამინისტროს - იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, სოფლის მეურნეობისა და გარემოს გაერთიანებულ უწყებას კვლავ სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ჩაიბარებს. რაც შეეხება კულტურისა და სპორტის გაერთიანებულ უწყებას - კულტურის მოქმედი მინისტრი მიხეილ გიორგაძე უხელმძღვანელებს.imageimage

0
79
4-ს მოსწონს
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
Mediator image
79
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0