x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134407
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508494
ქალაქი გორი და სტალინი
image
ქალაქი გორი ერთ-ერთი ძველი ქალაქია და გამომდინარე მისი ადგილმდებარეობიდან, მას ყოველთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ჩვენი ქვეყნისათვის.ის შიდა ქართლისა და მთლიანად ქართლის გულს წარმოადგენს.თუმცა ქალაქ გორის ხსენებაზე, ყველა ქართველს სტალინის სახელი აგონდება. “დიდი ბელადი" სწორედ აქ დაიბადა 1878 წლის 21 დეკემბერს.

იოსებ ბესარიონის–ძე ჯუღაშვილის წარმომავლობაზე ზოგიერთი მკვლევარი ამბობს, რომ გვარი მომდინარეობს კახეთის ერთ-ერთი სოფლიდან, ჯუგაანიდან".ისტორიულ დოკუმენტებზე დაყრდნობით, ირკვევა, რომ სტალინის წინაპრები გორში დასახლებამდე ცხოვრობდნენ თბილისთან ახლოს, ლილოში.

გვარის წარმოშობის შესახებ, ზოგიერთი მკვლევარი იმასაც ამტკიცებს, რომ ის ოსური წარმომავლობისაა. “ჯუღა" ოსურად “ნაგავს" ნიშნავს.რაც ნაკლებად სარწმუნოა, რადგან ოსურ გვარებში მსგავსი ფუძის გვარები არ არსებობს.

მესამე ვერსიით, გვარი მომდინარეობს ძველი ქართული სიტყვიდან “ჯუღა", რაც ფოლადს ნიშნავდა. (აქედან სტალინი, რუსულად “სტალ" ფოლადს აღნიშნავს)


სტალინი გორში განსაკუთრებულად უყვართ.ქალაქის ცენტრში “დიდი ბელადის" უშველებელი ძეგლი ჯერ კიდევ სტალინის სიცოცხლეში დაიდგა 1952 წელს.გრანიტის 9-მეტრიან კვარცხლბეკზე ბრინჯაოსგან დამზადებული 6-მეტრიანი ქანდაკება იდგა. გორელების საყვარელი პიროვნების ძეგლის დემონტაჟი 2010 წლის 24-25 ივნისს მოხდა, რასაც დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა როგორც გორელებისაგან, ასევე პოლიტიკოსებისგანაც.

გორის მაცხოვრებლების უმრავლესობა უკმაყოფილებას გამოთქვამს ძეგლის დემონტაჟზე.მათი განცხადებით, სტალინი იყო პიროვნება, რომელმაც ფაშიზმი დაამარცხა და ეს მის სხვა უარყოფით ქმედებებს მთლიანად გადაფარავს.

სხვანი კი ამბობენ, რომ ის გენიოსი იყო და მარტო ამისთვის უნდა იყოს მისი ძეგლი ქალაქის ცენტრში აღმართული.

2
287
4-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
287
  
2017, 12 ნოემბერი, 20:29
სტალინის ქებას ნამდვილად ვერ დავიწყებდი,გამომდინარე იქიდან,რომ იყო დიქტატორი,რონელიც ყველანაირად ებრძოდა როგორც ქრისტიანობას,ასევე სხვა რელიგიებს.ხშირ შემთხვევაში უსაფუძვლოდ ხოცავდა ხალხს.მისი დევიზი იყო არ არიან ადამიანები,არ არის საზრუნავი.
რაც შეეხება მის თაყვანიცემას,სტატიაში არ მიწერია,რომ უმრავლესობა თაყვანს სცემდა,უმრავლესობა უკმაყოფილო იყო ძეგლის დემონტაჟით.მათგან ზოგი ამბობს,რომ ძეგლი ტურისტებს უფრო იზიდავდა.
საუბედუროდ,გორის რაიონის სოფლებში დღესაც არსებობენ ადამიანები,ვინც სტალინის სადღეგრძელოს გარეშე სუფრას არ ტოვებენ და გეთანხმებით,რომ ასეთი ადამიანები საბედნიეროდ,ახალგაზრდები არ არიან.
2017, 12 ნოემბერი, 20:15
რატომღაც მეგონა, რომ უფრო მეტ ხოტბასა და დიდებას შეასხავდა ავტორი სტალინს, მაგრამ საბედნიეროდ ჩემი ეჭვი არ გამართლდა. ერთ შესწორებას შევიტან, თუ შეიძლება: გორის მაცხოვრებელთა ის ნაწილი, რომლებიც სტალინს თაყვანს სცემენ უმრავლესობა ნამდვილად არ არის, რადგან ომ გამომვლილ ქალაქში სირცხვილია საბჭოთა ბელადს მისტიროდე. უმრავლესობა პროგრესულად მოაზროვნე ახალგაზრაა, რომელსაც საკუთარი ქალაქისთვის სიკეთე უნდა.
0 1 2