x
მეტი
  • 18.11.2017
  • სტატია:71065
  • ვიდეო:324130
  • სურათი:426063
ლიმონის კოქტეილი - დაიკლებთ ყოველგვარი დიეტის გარეშე

თუ თქვენ არასწორი რეჟიმით ცხოვრობთ, იკვებებით ცხიმიანი, სწრაფი კვების პროდუქტით მაშინ ეს სტატია თქვენთვისაა!

image


სიცრუეა, როდესაც წერენ, რომ 1 კვირაში 10კგ. დაიკლებთ.კლება დამოკიდებულია პირვანდელ წონაზე და ადამიანის ორგანიზმზე.ის რასაც ახლა შემოგთავაზებთ, თქვენს ჯანმრთელობას ზიანს არ მიაყენებს და დაგეხმარებათ დაიბრუნოთ სასურველი ფორმები უპრობლემოდ.

დიეტის მთავარი პრინციპი არის ის, რომ არ გიწევთ უარის თქმა ტკბილზე და სასურველ კერძებზე.

პირველი დღე არის განტვირთვის დღე:

ადუღებთ 1 ლიტრ წყალს და დაელოდებით, როდის გაგრილდება.

ამასობაში ამზადებთ ნაყენს შემდეგნაირად:

1სუფრის კ. ხსნადი ყავა

2მოზრდილი ზომის კარგად გაწურული ლიმონი

1სუფრის კ. ლიქიორი ან არაყი

1სუფრის კ. თაფლი

მიღებული მასა აურიეთ ერთმანეთში და მოათავსეთ ზემოაღნიშნულ ანადუღარ, უკვე გაგრილებულ წყალში.შეანჯღრიეთ და დღის განმავლობაში წყლის მაგივრად მიიღეთ.

გაფრთხილება !

განტვირთვის დღეს არ შეიძლება სხვა არაფრის მიღება, არც წყლის.ყველა პროდუქტს თავის დანიშნულება აქვს, ამიტომ ზუსტად დაიცავით მომზადების წესები.ამ დღეს შეგიძლიათ მიირთვათ დარჩენილი ლიმონის ქერქი.ხელს უწყობს მავნე ნივთიერებებისგან გათავისუფლებას.დიეტის დაცვა არ გაგიჭირდებათ, რადგან შიმშილის შეგრძნებას აქრობს.

მეორე დღე:

მიირთმევთ ყველაფერს, მაგრამ მცირე ულუფებით.(მათ ვისაც უფრო სწრაფი შედეგი გსურთ, შეგიძლიათ მიიღოთ მაწონში არეული უმარილო წიწიბურა, კეფირი, ხილი ნებისმიერი, ბოსტნეული, პურის შემცვლელი ე.წ “ხლებცი'', მოხარშული ნებისმიერი პროდუქტი შეუზღუდავი რაოდენობის.ასეთ შემთხვევაში კოქტეილს სვამთ 3 დღეში ერთხელ)

მესამე დღე : ისევ კოქტეილს სვამთ და ასე გრძელდება 2 კვირის განმავლობაში.

დაუშვებელია! ორ კვირაზე მეტხანს მისი მიღება.ერთი თვის შემდეგ კვლავ შეგიზლიათ გამეორება.

თუ გაუთვალისწინებელი შემთხვევა მოხდა, ვერ გაუძელით ცდუნებას და გადააჭარბეთ გემრიელი საკვების დოზას, ნუ შეგეშინდებათ. ასეთ შემთხვევაში თქვენ დამატებით მიიღებთ კოქტეილს საკვების პარალელურად.

გისურვებთ წარმატებას!

0
631
3-ს მოსწონს
ავტორი:მარიამ ცაგარეიშვილი
მარიამ ცაგარეიშვილი
631