x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
მეცნიერები გვაფრთხილებენ სწრაფ, მაგრამ არა მოულოდნელ აპოკალიფსზე
imageდედამიწის ეკოლოგიური თანაფარდობა საფრთხის წინაშეა:გლობალურმა დათბობამ, მოსახლეობის რაოდენობის ზრდის სწრაფმა ტემპმა და ზოგადად გარემოს მდგომარეობის გაუარესებამ შესაძლოა, უკვე ამ ასწლეულში მიგვიყვანოს ექოსისტემის გამოუსწორებელ კოლაფსურ მდგომარეობამდე.

ასეთ დასკვნამდე მივიდა ბიოლოგების, ეკოლოგების, გეოლოგებისა და პალეონტოლოგების სამი კონტინენტის, წამყვან სპეციალისტთა 22 კაციანი ჯგუფი.


მეცნიერები აღშფოთებულნი არიან იმ ფაქტით, რომ გლობალური ექოსისტემა შესაძლოა უცაბედად დაინგრეს და არა თანდათანობით, როგორც ამას ვარაუდობდნენ.

თუ არა დროული და ეფექტური ზომები, ''კრიტიკულმა ზღვარმა'' შესაძლოა ახლო მომავალშიც კი გადმოიწიოს.



თავიანთ გამოთვლებში მეცნიერთა ჯგუფი ვარაუდობს, რომ დედამიწაზე მოსახლეობის რიცხვი 2050 წლისათვის 9, 3 მილიარდს მიაღწევს, კლიმატი კი საშუალოდ ორი გრადუსით აიწევს.

კვლევის ერთ-ერთი წამყვანი სპეციალისტის, კალიფორნიის უნივერსიტეტის ბიოლოგის, ენტონი ბერნოსკის აზრით, ცვლილებები მოიტანს გამოუსწორებელ და დამანგრეველ შედეგებს, რადგან ამ რაოდენობის მოსახლეობის გამოკვება დედამიწისათვის უკვე შეუძლებელი იქნება .

იგი თავის დასკვნაში ამბობს: '' ჩვენ საქმე გვექნება სრულიად სხვა სამყაროსთან"

1
1173
6-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:bekanare
bekanare
1173
  
0 1 1