x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134407
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
"ეს არის უპატივცემულობა და თავხედობაც!"-გოგა ჩანადირის პროტესტი
ფოტოხელოვანი გოგა ჩანადარი სოციალურ ქსელში საგამოფენი სივრცის "ექსპოჯორჯიას" მხრიდან აბრებზე ქართული შრიფტის არ გამოყენების ფაქტს აკრიტიკებს და წერს, რომ პროტესტის ნიშნად გამოფენაზე აღარ მივა. მისი თქმით წიგნების გამოფენაზე, მხოლოდ რამდენიმე გამომცემლობამ დააწერა ქართულად აბრაზე ინგლისურ წარწერასთან ერთად, მათ შორის "პალიტრა L"-მა და "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ."

image

" სრულ უპასუხისმგებლობას ვხედავ "ექსპოჯორჯიას" მხრიდან.
ზედიზედ მესამე წელია, წიგნების გამოფენაზე აბრებს ქართულად არ აწერენ.
ეს არის უპატივცემულობა და თავხედობაც კი.
შარშან და შარშანწინ ორგანიზატორებს მივმართე, რომ სტენდებზე ქართულადაც დაეწერათ. კიო, შემპირდნენ, მაგრამ მოიტყუეს.
მხოლოდ სულაკაურის გამომცემლობამ, პალიტრა L-მა, ქარჩხაძის გამომცემლობამ, ელფიმ, სანტა ესპერანსამ და ტოტომ საკუთარი ძალებით დააწერეს ქართულად.
მე ვიტყოდი, რომ გამომცემლობების პასიურობის ბრალიც არის, ქართულად რომ არ აწერენ. უფრო მეტიც, ყველა გამომცემლობამ ქართულად დაწერა კატეგორიულად უნდა მოითხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, უარი თქვან მონაწილეობაზე.

ისე ნუ გამიგებთ, რომ სხვა ენებს ვებრძვი. არა, ინგლისურად უნდა ეწეროს. თუ უნდათ, სხვა ენებზეც, მაგრამ საქართველოში ქართულად აუცილებლად რომ უნდა დაწერო, ამას თქმა რად უნდა?
წიგნის გამოფენა წიგნთან დაკავშირებული ერთადერთი ღონისძიებაა, რომელსაც პროტესტი გამოვუცხადე. მორჩა, ნოემბრის ღონისძიებებზე ჩემი ფეხი აქ აღარ იქნება, ვიდრე ქართულდ არ დააწერენ.
ეს არის უთავმოყვარეო ექსპოჯორჯიასა და გამომცემლობების წინააღმდეგ მიმართული პროტესტი და იმის პასუხი, რაც დღეს მითხრეს, ქართული ასოები სტენდებზე არ ეტევაო. არადა, ზოგან მხოლოდ ორი წარწერაა და ორივე ინგლისურად ან იმხელა ადგილებია დარჩენილი, რომ ქართული დაეტეოდა."-წერს ჩანადირი.



აღსანიშნავია, რომ ფოტოგრაფი ხშირად ახდენს ამ თემაზე რეაგირებას სოციალურ ქსელში, ცოტა ხნის წინ მან თბილისსში, ავტობუსების ხაზზე ინგლისური ასოებით დაწერილი წარწერები გააპროტესტა და ქალაქის მთავრობას მოუწოდა ქართულადაც დაეწერათ.

"ძვირფასო სახელმწიფოვ!
უკვე 1 თვეა, ჩემზე და ჩემს თანამემამულეებზე გაბუტული ხარ და ქართულად აღარ გველაპარაკები.
დაგვიწერეთ "ავტობუსის ზოლი" ან რამე სხვა შესაბამისი.
ნუ გვლაპარაკები სხვა ენაზე.
ჩვენი საერთო ენა ქართულია.
ნუ გაგიკვირდება, თუ ამ ზოლზე გავივლით, რადგან "ბუს ლანეა" თუ "ბას ლეინი", პირადად მე, არ ვიცი, რას ნიშნავს.
დაგველაპარაკე, რა, გასაგებ ენაზე.
პატივისცემით, შენი ერთგული გოგა ჩანადირი
"

0
400
6-ს მოსწონს
ავტორი:მოზამბიკელი
მოზამბიკელი
400
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0