x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134415
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508501
7 საინტერესო ფაქტი პლუტონის შესახებ

1. როდესაც 1930 წელს მეცნიერებმა აღმოაჩინეს პლუტონი, მათ ჩაატარეს კონკურსი, რათა შეერჩიათ პლანეტისთვის სახელი. ვარიანტებს აგზავნიდნენ მთელი მსოფლიოდან. 11 წლის ვენეცია ბერნმა, ოქსფორდიდან, გადაწყვიტა, რომ საუკეთესო სახელი ბნელი პლანეტისთვის იქნებოდა პლუტონი - ბერძნული მითოლოგიის, მიწიშქვეშა სამყაროს ღმერთის სახელი.
ლოუელის ობსერვატორიაში ჩატარდა ხმის მიცემის პროცედურა, რომლის მეშვეობითაც უნდა შერჩეულიყო სამი პლანეტის სახელიდან ერთ-ერთი - პლუტონი, მინერვა ან ქრონოსი. გაიმარჯვა პატარა ვენეციამ და პლანეტას ოფიციალურად დაერქვა სახელი პლუტონი.


image


2. პლუტონის ასტრონომიული სიმბოლო - PL - ეს არის ასტრონომ პერსივალ ლოუელის ინიციალები.
image3. 2006 წელს პლუტონი ჩამოაქვეითეს და ოფიციალურად აღიარეს ჯუჯა პლანეტად.
4. პლუტონი ინარჩუნებდა პლანეტის სტატუსს 76 წლის განმავლობაში. 2005 მეცნიერებმა აღმოაჩინეს პლანეტა ერიდა, რომელიც 27%-ით უფრო მძიმე იყო ვიდრე პლუტონი. ერიდას აღმოჩენის შემდეგ მეცნიერები იძულებული გახდნენ გადაეხედათ პლანეტის სტატუსის მინიჭების პროცესისთვის და შედეგად, 2006 წელს, პლუტონს, მისი მასისა და მოცულობის სიმცირის გამო პლანეტის სტატუსი ჩამოერთვა.
5. პლუტონს გააჩნია ხუთი თანამგზავრი - ჰარონი, სტიქსი, ნიქსი, ცერბერი და ჰიდრა.
image6. პლუტონზე არსებობს მიწისქვეშა ოკეანე გაყინული წყლით. მისი სიღრმე 100-180 კილომეტრია, რაც ნიშნავს იმას რომ ჯუჯა პლანეტაზე 3ჯერ მეტი წყალია ვიდრე დედამიწაზე. პლანეტის 2/3 კი მთიან რელიეფს და გაყინულ აზოტს უკავია.
image7. მზის ხივები პლუტონამდე დაახლოებით 5 საათში აღწევს, როცა დედამიწაზე მოსახვერად მას მხოლოდ 8 წუთი სჭირდება. აღნიშნული ფაქტი განპირობებულია იმით, რომ პლუტონი მდებარეობს მზისგან 5.9 მილიარდი კილომეტრის დაშორებით, როცა დედამიწა მხოლოდ 149.6 კმ-ით.


1
180
1-ს მოსწონს
ავტორი:ირაკლი ხირსელი
ირაკლი ხირსელი
180
  
2017, 11 დეკემბერი, 20:17
ბერძნულ მითოლოგიაში ჰადესია მიწისქვეშა სამყაროს ღმერთი და არა პლუტონი
0 1 1