x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134405
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508494
საქართველომ კანადა ,,დაამიწა"

image
დღეს დინამო არენაზე გამართულ “თიბისის რაგბის სერიის" ტესტების მატჩში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა კანადის ეროვნული ნაკრები პირწმინდად დაჯაბნა და ანგარიშით 54–22 გაიმარჯვა. ქართველი მორაგბეები თამაშის პირველივე წუთებიდანვე აქტიურობდნენ.მოწინააღმდეგემ პირველი ტაიმის მიწურულს მოიფხიზლა და ერთი–ორჯერ შედეგიანადაც შემოგვიტია.მეორე ტაიმში თამაში ჩვენი ნაკრების საგრძნობი უპირატესობით წარიმართა და მხოლოდ რამდენიმე შეცდომა გამოვავლინეთ დაცვაში, რასაც კანადის ნაკრების მიერ დადებული ლელო მოჰყვა.დღის საუკეთესო მოთამაშედ სოსო მათიაშვილი დასახელდა, რომელმაც 2 ლელო დადო, 6 გარდასახვა და 4 ჯარიმა გაიტანა.

აქამდე საქართველოსა და კანადის ეროვნული ნაკრებები ექვსჯერ შეხვდნენ ერთმანეთს: 2009 წელს აშშ-ში 42–10 დავმარცხდით, 2010 წელს 22–15 გავიმარჯვეთ, 2012 წელს კვლავ დავმარცხდით 31–12, 2013 წელს კი 19–15 ვძლიეთ მეტოქეს, 2015 წელს ერთი ქულით წავაგეთ ინგლისში გამართულ მატჩში 16–15, 2017წლის ივნისში კი მეტოქე 13–0 დავამარცხეთ.

“თიბისის რაგბის სერიის" ეგიდით საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები 18 ნოემბერს კარდიფში უელსის ეროვნულ ნაკრებს დაუპირსპირდება, ხოლო 25 ნოემბერს თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე აშშ–ს უმასპინძლებს.

0
18
2-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
18
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0