x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134037
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
რა ცვლილებებს განიცდის თქვენი სხეული ჰორმონალური დისბალანსის დროს? -ეს უნდა იცოდეთ!
ჰორმონები ორგანიზმის უჯრედებს შორის ინფორმაციის გადაცემის ქიმიური საშუალებაა, ჰორმონის ფუნქცია იმაში მდგომარეობს, რომ იგი მიმღებ უჯრედს გარკვეულ სიგნალს აწვდის, ამის შედეგი კი უკვე ამ უჯრედში სიგნალის გარდაქმნაზეა დამოკიდებული.


image



ქალის რეპროდუქციული სისტემის ფუნქციონირებასთან ჰორმონალურ ბალანსს დიდი მნიშვნელობა აქვს.მათი ფუნქციონირების დარღვევა იწვევს მთელ რიგ გინეკოლოგიურ პრობლენებს ქალებში.

ქალის ჰორმონალური დისბალანსის სიმპტომებია:



აკნე, განსაკუთრებით ნიკაპზე.


მენსტრუალური ციკლის დარღვევა.


მცირე ხნიანი ციკლი


ამენორეა ( მენსტრუალური ციკლის შეწყვეტა)


მყიფე ფრჩხილები


წონის მომატება, განსაკუთრებით მუცლის მიდამოში


თმის ცვენა ან პირიქით, მომატებული თმიანობა.


განწყობის ხშირი ცვალებადობა.


ჭარბი თმის რაიდენობა სახეზე, განსაკუთრებით ზედა ტუჩის ან


ნიკაპის მიდამოებში.


საშოს სიმშრალე


მუცლის შებერილობა


ძლიერი სისხლდენა მენსტრუალური ციკლის დროს.


უძილობა.


ნაღვლის ბუშტის პრობლემები


მეხსიერების დაქვეითება


ლიბიდოს დაქვეითება.


როგორ უნდა მოიქცეთ თუკი ჰორმონალური დისბალანსი გაქვთ:


1.ტესტი ჰორმონალურ დისბალანსზე.


თუ ფიქრობთ, რომ ჰორმონების დისბალანსი გაქვთ, მაშინ აუცილებლად უნდა ჩაიტაროთ შესაბამისი ტესტი, ჰორმონების დისბალანსი შეიძლება განისაზღვროს სისხლის, ნერწყვის ან ჰორმონების ტესტით. ტესტირების თითოეულ ფორმას თავისი უპირატესობა გააჩნია.


2. ჰორმონალურის დისბალანსის მკურნალობა


ჰორმონალური დისბალანსის მკურნალობის დროს, ორ ძირითად რამეზე უნდა გაამახვილოთ ყურადღება: 1. სისხლში შაქრის დონის ბალანსზე; 2. სტრესის შემცირებაზე. ორივე პრობლემის არსებობის შემთხვაში ჰორმონალური ბალანსის აღდგენა ძალიან გაგიჭირდებათ.


შაქრის დონის დაბალანსება სისხლში:


სისხლში შაქრის დონის დაბალანსების ძირითადი საფუძვლებია სწორი კვება, შაქრისა და თეთრი ფქვილისაგან დამზადებული საკვების შემცირება, ბევრი ბოსტნეულის მიღება, ალკოჰოლის მაქსიმალურად შეზღუდვა. ეს რჩევები მნიშნელოვნად დაგეხმარებათ ჰორმონალური ბალანსის აღდგენაში, დაარეგულირებს მენსტრუალურ ციკლს და გაგათავისუფლებთ აკნესგან.


უფრო სერიოზული პრობლემების შემთხვევაში აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს.


ასევე იხილეთ:

5 მეთოდი ჩვენს ორგანიზმში ესტროგენების დონის დასადგენად-ეს მნიშვნელოვანია! თუ ფარისებრი ჯირკვლის პრობლემა გაწუხებთ, ამ პროდუქტების შესახებ უნდა იცოდეთ!

0
741
2-ს მოსწონს
ავტორი:მოზამბიკელი
მოზამბიკელი
741
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0