x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134361
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508430
დავუჯეროთ სიტყვებს?!

ის შეუსვენებლად ლაპარაკობს და თქვენც კომპლიმენტების მორევში იძირებით. მზად ხართ, ყველაფერი მაშინვე დაიჯეროთ, მაგრამ არის კი ის მზად სერიოზული ურთიერთობისათვის?! ცოტა ფრთხილად კაცს, უმეტეს შემთხვევაში, კონკრეტული სურვილი ამოძრავებს და ეს სიყვარული არ არის; შეიძლება, ის თქვენ გამჩნევთ და გხედავთ, უფრო საკუთარი პერსონის სიყვარულით არის ''გაჯერებული''. მარტო თქვენ კი არა, ყველა ქალთან ასე მოიქცევა. ჭეშმარიტად შეყვარებული მამაკაცები კომპლიმენტებში ასეთი დახვეწილები არ არიან. თუ მაინცდამაინც, უკიდურესად იშვიათად. თუ ხედავთ, რომ მამაკაცს ურთიერთობაში არაფერი ეშლება და დიდი მონდომებით ცდილობს, საკუთარი გრძნობის სერიოზულობაში დაგარწმუნოთ, ეს უკვე საშიშია. სიტყვები მოსასმენად, რომ სასიამოვნოა, დამაჯერებელიც არის?!- აი, რაზე უნდა იფიქროთ, თანაც საკმაოდ ბევრი...
image პრინციპში, თქვენი გადასაწყვეტია, დაუჯერებთ თუ არა. მაგრამ, საკუთარი თავი იმისთვის შეამზადეთ, რომ ერთ დღეს უკვალოდ გაუჩინარდება.
მამაკაცი, რომელიც საკუთარი ფასეულობებით ტკბება(ამის შემჩნევა რთული არ არის), ვერასოდეს გაგაბედნიერებთ...!
მისთვის თქვენ მთავარი ვერასოდეს იქნებით. ის შეჩვეულია იცხოვროს ისე, როგორც თავად ''მოეპრიანება''. აი, ახლა უპასუხეთ კითხვას: დავუჯეროთ სიტყვებს?!

1
223
2-ს მოსწონს
ავტორი:ნინიკოოოო
ნინიკოოოო
223
  
2012, 24 ივნისი, 12:55
ანჯელინა პლანეტის უმახინჯესი ქალი
0 1 1