x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134417
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508501
თუ თქვენი მეუღლე ამ ფრაზებს ხშირად გეუბნებათ, ე.ი თქვენი ქორწინება საფრთხეშია!
თუკი ბოლო დროს ამჩნევთ, რომ თქვენსა და თქვენს მეუღლეს შორის ხშირად არის ცივი დამოკიდებულება და მასთან კომუნიკაცია შემცირდა, მაშინ დაფიქრდით საფრთხის ქვეშ ხომ არაა თქვენი ქორწინება?

image

წარმატებული ქორწინების სამი ძირითადი კომპონენტია უწყვეტი კომუნიკაცია, ურთიერთპატივისცემა და ერთგულება.

თუ ამჩნევთ რომ თქვენი ქმარი ამ ფრაზებს ხშირად იყენებს, მაშინ ეცადეთ მასთან გულღიად ისაუბროთ თქვენს გრძობებზე და აგრძნობინოთ, რომ მის გვერდით ხართ. მან უნდა გააცნობიეროს თქვენი პატივისცემა და გრძნობები.


1."მოწყენილი ვარ"

დრო და დრო უნდა ეცადოთ, რომ ყოველდღიური რუტინა შეცვალოთ და ურთიერთობაში მრავალფეროვნება შეიტანოთ. არ უნდა დაიშუროთ ძალისხმევა, რათა შენარჩუნოთ ღრმა ემოციური ურთიერთობა.


2." არასოდეს გესმის რას ვამბობ." ან "შენ მე არ მისმენ."

ქალსა და მამაკაცს სხვადასხვა საკითხებში განსხვავებული შეხედულებები აქვს, ამიტომ თუკი თქვენი ქმარი ხშირად გეუბნებათ, რომ თქვენ მისი არ გესმით, შეეცადეთ კარგად მოუსმინოთ, აგრძნობინოთ რომ მისი აზრი თქვენთვის მნიშვნელოვანია. სწორედ ურთიერთგაგებაა წარმატებული ქორწინების საიდუმლო.


3."არასოდეს შეიცვლები."

თუ თქვენი ქმარი მუდმივად გსაყვედურობთ, რომ არასოდეს შეიცვლებით, დაელაპარაკეთ მას და ჰკითხეთ რატომ თვლის რომ თქვენ რაიმე უნდა შეცვალოთ თქვენს თავში. აუხსენით თქვენი შეხედულებები და მისი აზრიც მოისმინეთ, შესაძლოა გარკვეულ კომპრომისზე წასვლაც მოგიწიოთ, თუმცა ბედნიერი ურთიერთობის შესანარჩუნებლად, ამის გაკეთება ნამდვილად ღირს.



4."რატომ არ ხარ ისეთი, როგორც..."

დაფიქრდით, რატომ ცდილობთ ხშირად სხვას შეგადაროთ? თუკი მუდმივად გადარებთ მის მეგობარს, დედას ან დას, ე.ი თქვენ პიროვნებას სათანადოდ ვერ აფასებს. შეეცადეთ გაიგოთ რას ითხოვს ის თქვენგან, აჩვენეთ რომ თქვენ თქვენი პიროვნული ღირსებები გაგაჩნიათ.



5."შენ აღარ ხარ ის ადამიანი, რომელიც შემიყვარდა."

ქორწინებიდან რამდენიმე წლის შემდეგ წყვილის ცხოვრებაში ძალიან ბევრი ცვლილება ხდება, ამასთანავე იცვლება მათი ხასიათიც, შესაძლოა იმდენად, რომ მეუღლემ ჩათვალოს, თქვენ სულ სხვა ადამიანი ხართ და არა ის ვინც შეუყვარდა. ამიტომ ამ ფრაზის თქმის შემდეგ, ნამდვილად მოგიწევთ ფიქრი იმაზე, როგორ დაიბრუნოთ პირვანდელი პატივისიცემა და სიყავრული მეუღლისგან.

ნუ მისცემთ საშუალებას ყოველდღიურ პრობლემებს, გავლენა მოახდინოს თქვენს ურთიერთობაზე, იყავით ისეთივე ყურადღებიანები და მოსიყვარულეები, როგორიც ქორწინების პირველ ხანებში იყავით.

ეს ქალსაც და კაცსაც ერთნაირად ეხება.

არასოდესაა ზედმეტი საყვარელი ადამიანის მიმართ სიყვარულის გამოხატვა. რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს, სიყვარული და ყურადღება ცოლ-ქმარს შორის ბედნიერი თანაცხოვრების გარანტიაა!


მარადიულ სიყავრულს გისურვებთ!


4
404
6-ს მოსწონს
ავტორი:მოზამბიკელი
მოზამბიკელი
404
  
2017, 14 ნოემბერი, 9:40
:D ჩემი აზრით ყველა წყვილს თავის რეცეპტი უნდა ჰქონდეს და ყველაფერი კარგად იქნება :)
2017, 13 ნოემბერი, 9:39
1.იუმორი, 2. მოკლე და კონკრეტული საყვედური,3. გაბრაზებულ გულზე არაფრის თქმა - აი, ჩემი რეცეპტიც)))
2017, 11 ნოემბერი, 14:09
:D ძალიან კარგი
2017, 11 ნოემბერი, 14:02
გადავრჩი :))))
0 1 4