x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
“ქართული ოცნების ოზურგეთის მერობის კანდიდატი ბეგლარ სიორიძე მევახშეობითაა დაკავებული”

image
ახალი ნიუსი დაინტერესდა ქართული ოცნების ოზურგეთის მერობის კანდიდატის ბეგლარ სიორიძის ქონებრივი დეკლარაციით, სადაც საკმაოდ საინტერესო ფაქტებს და კანონდარღვევას წავაწყდით.

თანამდებობის პირების ქონებრივი დეკლარაციების სიზუსტის მაკონტროლებელი ორგანო საქართველოში არ არსებობს, ამიტომ, რა წერია დეკლარაციაში და შეესაბამება თუ არა ის სიმართლეს, არავინ ამოწმებს.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთავრობამ 2014 წლის 18 სექტემბრის #557-2 დადგენილების მიხევდით, აიღო ვალდებულება, ანტიკორუფციული სტრატეგიის ფარგლებში შეიქმნას ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგის სისტემა, სამოქმედო გეგმა ჯერჯერობით შემუშავებული არ არის და არც ის იციან, გეგმის შემუშავება 2015 წლის ბოლომდე მოესწრება თუ არა.

დეკლარაციების მკაცრად გაკონტროლების საჭიროების საკითხს მკვლევარები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც უკვე დიდი ხანია აყენებენ, თუმცა ფაქტი ერთია რომ ხდებოდეს აღნიშნული დეკლარაციების შემოწმება ბეგლარ სიორიძე დეკლარაციის არასწორად და კანონდარღვევით შედგენის გამო სიაში პირველი იქნებოდა ვის წინააღმდეგაც საგამოძიებო ორგანოები გამოძიებას დაიწყებნენ.


ბეგლარ სიორიძის მიერ კანონდარღვევით მიერ შევსებულ დეკლარაციაში ერთერთ საინტერესო ფაქტს წავაწყდით, სადაც საუბარია სიორიძის მიერ 2014-2016 წელს 40.000 დოლარის გასესხებაზე ზეპირი ხელშეკრულებით, მაშინ როცა სიორიძე ოზურგეთის მერის თანამდებობას იკავებდა იმ პერიოდისთვის, აღნიშნულმა ფაქტმა ჩვენ ჟურნალისტებს და ალბათ საზოგადოებასაც ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ პირველი კითხვა რაც გაუჩნდება იქნება ხომ არ არის ქართული ოცნების მერობის კანდიდატი ბეგლარ სიორიძე მევახშეობით დაკავებული.

ჩვენ აღნიშნული ინფორმაციის გადასამოწმებლად ბეგლარ სიორიძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელთან მერაბ ჭანუყვაძესთან, რომელიც ამავდროულად გურიის გუბერნატორიცაა დაკავშირება ვცადეთ, თუმცა ჭანუყვაძემ ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.

იხილეთ ბეგლარ სიორიძის მიერ გასესხებული 40.000 დოლარის გასესხების დოკუმანტაცია:

image

0
45
შეფასება არ არის
ავტორი:benewsbatumi
benewsbatumi
45
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0