x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508568
9 ტურისტული ქალაქი,სადაც სიფრთხილე გმართებთ
რათქმაუნდა, საფულის დაკარგვა ან საკვებით მოწამვლა ყველგან შეიძლება, მაგრამ ამ ქალაქებში ტურისტები განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იყონ.


ბარსელონა, ესპანეთი

image

ბარსელონა ჯიბის ქურდების ქალაქადაა აღიარებული. ისინი ათასობით არიან და ფრიად დახელოვნებულნიც არიან თავის საქმეში. ბარსელონას მოსდევს რომი, პრაღა და პარიზი.


ქურდობის უმეტესობა ქალაქის მთავარ ქუჩაზე ხდება, თუმცა ასევე წარმატებით შეუძლიათ ნივთები აგწაპნონ პლაჟზე, რესტორანში ან სასტუმროს ნომერშიც კი.


კაირო, ეგვიპტე

image
პირველ რიგში, ეს ერთერთი საშიში ქალაქია ქალებისთვის. მეორე-ხშირია შეიარაღებული კონფლიქტი და მესამე-თქვენს მოტყუებას ნონ-სტოპის რეჟიმში შეეცდებიან, მაგალითად:აქლემზე შეჯდომა 5$ ღირს, ჩამოსვლა კი 50$.


პატაია, ტაილანდი

imageაქ ნამდვილად რუსული რულეტი გელით:ვერასდროს ვერ გამოიცნობთ როდის და რით მოიწამლებით.დამნაშავე კი ზღვის პროდუქტებია, მათ ადგილობრივები ცხარე სანელებლებთან ერთად მიირთმევენ, რომელთაც ანტისეპტიკური თვისებები აქვთ, ტურისტები კი ამ სანელებლების გარეშე მიირთმევენ და მოწამვლის ფაქტებიც ხშირია.


იოჰანესბურგი, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა

image

სამხრეთ აფრიკა გაგაოცებთ თავისი ბუნებით, მაგრამ სულ რაღაც 30 წლის წინ აპართეიდის ეპოქა დასრულდა და სურათი რადიკალურად შეიცვალა. ახლა შავკანიანები ავიწროებენ თეთრკანიანებს. ეს განსაკუთრებით იოჰანესბურგში იგრძნობა. თუ თეთრკანიანი ხართ, გირჩევთ ქალაქში ტაქსით გადაადგილდეთ(თეთრების ტაქსით!) ამ ქალაქში ქვეითად თითქმის არ დადიან.


ნეაპოლი, იტალია

image

იტალიელებიც კი ამბობენ, რომ ნეაპოლი ყველაზე იტალიური ქალაქია, მაგრამ ქალაქი სავსეა ქურდებით, შეიძლება ქუჩაში მიმავალს სკუტერი წამოგეწიოთ და ჩანთა გამოგგლიჯონ, ან ადგილობრივებმა თქვენი მანქანის რეცხვა უკითხავად დაიწყონ და შემდეგ გასამრჯელო მოგთხოვონ. და კიდევ, ნეაპოლში ადვილი შესამჩნევია სიბინძურე.


ტიჰუანა, მექსიკა

image

ეს ქალაქი მექსიკისა და აშშ-ის საზღვარზე მდებარეობს, ამიტომ აშშ-იდან ხშირად გადმოდიან აქ დროის გასატარებლად. ქალაქში ასევე ბევრი დამნაშავე იმალება, რომლებიც აშშ-იდან გამოიქცნენ, აქ იყრიან თავს ნარკომოვაჭრეები. ნამდვილად საშიში ადგილია.


მუმბაი, ინდოეთი

image

ტურისტებს ამ ქალაქში მოსიარულე საფულეებად აღიქვამენ და მათ მათხოვრების ბრბო დასდევს. ამასთან, ინდოეთი ცნობილია როგორც ქვეყანა, სადაც ქალებს ხშირად ესხმიან თავს და აუპატიურებენ.ამას დაუმატეთ ანტისანიტარია და ცხელი კლიმატიც, გამორიცხული არაა, რომ მოიწამლოთ.


რიო-დე-ჟანეირო, ბრაზილია

imageქალაქის ცენტრში მობილურით ან ფოტოაპარატით გამოჩენას არ გირჩევთ, შესაძლოა დანითაც კი დაგესხან თავს, რომ გაგძარცვონ. საერთოდ, ქალაქის ცენტრში ღამით სეირნობასაც არ გირჩევთ და უმჯობესია თუ გიდს დაიქირავებთ.


პარიზი, საფრანგეთი

image

რომანტიული პარიზი არც ისე უსაფრთხოა, როგორც ერთი შეხედვით შეიძლება მოგეჩვენოთ.ტურისტულ ადგილებში უამრავი ჯიბის ქურდი და მათხოვარია, ასევე თავხედი ქუჩის მოვაჭრეები, რომელთაც უმჯობესია საერთოდ არ გამოელაპარაკოთ.


0
138
1-ს მოსწონს
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
138
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0