x
ხელწერა , რომელიც ჩვენს შესახებ საუბრობს
უძველესი დროიდან იკვლევენ მეცნიერები ადამიანის ხასიათს ხელნაწერის მიხედვით.1622 წელს გამოქვეყნდა პირველი ნაშრომი, რომელიც ეკუთვნის კამილო ბალდის.გამომდინარე იქიდან, რომ იმ დროს ნაკლებად იცოდნენ წერა-კითხვა, ნაშრომმა პოპულარობა გამოცემისთანავე ვერ მოიპოვა, რასაც ვერ ვიტყვით XX საუკუნის 70-იან წლებზე. ფაქტობრივად გრაფოლოგია, საკმაოდ მნიშვნელოვანი გახდა. ამგვარი ტესტით ცდილობდნენ კრიმინალისტები ადამიანის ბუნების ამოცნობას, სამსახურში მიღებას და სხვ.

image

მიუხედავად იმისა, რომ დღესდღეობით ფსიქოლოგიამ უამრავი მეტად სარწმუნო ტესტი შემოგვთავაზა, აშშ და ჰოლანდია ტრადიციულად კვლავ ძველ მეთოდს მიმართავს.კანდიდატები სამსახურში მისაღებად რეზიუმეს ხელით ავსებენ, რომ გრაფოლოგიური ექსპერტიზა ჩაუტარდეს და სწორედ ამის შემდგომ დგება საკითხი, მათი სამსახურში აყვანის ან არ აყვანის შესახებ.

ახლა შემოგთავაზებთ მარტივ ხრიკს, თუ როგორ უნდა გაიგოთ სახლის პირობებში თქვენი მეგობრების ან ნათესავების დაფარული თვისებები ხელნაწერის საშუალებით.ამისათვის დაგჭირდებათ სუფთა თაბახის ფურცელი და კალამი.


image

გახსოვდეთ!

წინასწარ ნუ ეტყვით თქვენს ახლობელს, იმის შესახებ, რომ ტესტის ჩატარებას გეგმავთ.ამან შესაძლოა შეცდომაში შეგიყვანოთ.უმთავრესი პირობაა ხელნაწერი იყოს ბუნებრივი.

თუ რამოდენიმე წინადადება უკვე ხელთ გაქვთ, შეუდექით გასწორებას.

დააკვირდით დახრილობას

სწორი ასოები მიგვანიშნებს პიროვნების თავშეკავებულობას, გონიერებას, სიმშვიდისკენ სწრაფვას, ჰარმონიას, სიდინჯეს, სიმორცხვეს.

დახრა მარჯვნივ მიგვანიშნებს იმას, რომ ავტორი საკმაოდ გულღიაა და თამამი.მოსწონს გამოწვევები, სიახლე.არის ემოციური, ადვილად აღგზნებადი და ნაკლებად დამორჩილებადი.

ძლიერი დახრა მარჯვნივ ახასიათებთ არაორდინალურ ადამიანებს.მათ ძალიან მალე უყვარდებათ და ასეთივე სიჩქარით ეცვლებათ შეხედულება.მოსწონთ ცვლილებები და ადვილად ბეზრდებათ ყველაფერი.

დახრა მარცხნივ მიუთითებს მამაკაცური ჰორმონების სიჭარბეზე.ასეთი ადამიანები მოქმედებენ გონებით და არა ინტუიციით.გამოირჩევიან ჭკუით და რაციონალური აზროვნებით.

ძლიერი დახრა მარცხნივ მიუთითებს პიროვნების ჰიპერმგრძნობელობაზე, თუმცა ეს მათი ფარული თვისებაა, ამის გამომჟღავნებას ნაკლებად ცდილობენ.მუდამ ჭიდილში არიან და ერთ კონკრეტულ დასკვნამდე მისვლა უჭირთ.ცდილობენ დათრგუნონ ემოციები და თავშეკავებულნი იყვნენენ.

ხელწერის ფორმა

ის ადამიანები, რომლებიც გამოირჩევიან მახვილკუთხიანი ასოებით, არიან ან ძალიან აგრესიულები, ჩაკეტილები და “ცივი გულის'' პატრონები, ან უდიდესი ინტელექტის მქონე, ჭკვიანი, მოაზროვნე და განსხვავებული ხედვის.

რასაც ვერ ვიტყვით მათზე, ვინც ასოებს მრგვალი ფორმით წერს.ასეთი ადამიანები გამოირჩევიან: სიკეთით, უბრალოებით, ზრუნვით, ერთგულებით და გაგებით.

ხელნაწერის სიდიდე

მსხვილი ასოები გულღია ადამიანებს ახასიათებთ.

ძალიან მსხვილი დიდი თვითშეფასების მანიშნებელია.

საშუალო სიმშვიდისკენ მიგვანიშნებს.არიან დამოუკიდებლები და თუ შეინიშნება ასოების შემცირება, ნიშნავს იმას, რომ მფლობელი, კონკრეტულ მომენტში, რაღაცას მალავს.

წვრილი ხელნაწერი კი პიროვნების სიმორცხვის მანიშნებელია.ასევე შეიძლება ითქვას, რომ პედანტურია და დეტალებს გადაჭარბებულ ყურადრებას აქცევს.

დაწოლა

ფურცელს ძალიან ძლიერად ჰედონისტები აჭერენ. ახასიათებთ გადაჭარბებული სექსუალური ლტოლვა და ცხოველური ინსტინქტების დაკმაყოფილება.

მსუბუქი დაწოლა ახასიათებთ ადვილად გადაბირებად და სუსტი ფსიქოლოგიის ადამიანებს.მათი მანიპულირება ადვილია.

რაც შეეხება საშუალოს, ასეთი ადამიანები მიზანდასახული და ძლიერი ნებისყოფის არიან.

გრაფოლოგია საკმაოდ ზუსტი მეცნიერებაა, თუმცა 100%-იანი შედეგის მიღწევა მხოლოდ გრაფოლოგიის სპეციალისტს შეუძლია.

0
176
2-ს მოსწონს
ავტორი:მარიამ ცაგარეიშვილი
მარიამ ცაგარეიშვილი
176