x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
თანამედროვე ქართული რომანტიზმი–"ღმერთის ძღვენი"
მთვარე
უკუნით ბნელში, ღამის უფსკრულში,
სისხლისა ჩქროლა მესმოდა ყურში.
წრფელი გრძნობები, ჩემ ფეთქავ გულში
წარმოიშვა და ჩამიძვრა სულში.

ეს სიყვარული არს ღმერთის ძღვენი,
მაბედნიერებს ღიმილი შენი.
ტრფობის ნიჭი და ადამის გენი,
დაგინახავ და მეყრება სენი.

შენი თვალების დანახვას ველი,
უშენობისგან სახე მაქვს სველი,
წამი, წუთი და დრო არის ნელი,
ვგრძნობ მეყვარები მრავალი წელი.

უკუნით ბნელში შენ ხარ ნათელი,
ჩემი ხატი და წმინდა სანთელი,
წყვდიად ღამეში ჩემი მზის სხივი,
ტრფობისა ალი არის ორმხრივი.


მიყვარხარ ძლიერ, არამიწიერ,
ესრეთ კურთხევა მსურს, ცით, ღვთისმიერ.
გავა წლები და წუთში წამები,
მაგრამ უშენოდ კვლავ ვეწამები.

მე შენთან მინდა ჩემო პატარა
და მონატრებამ შენსკენ მატარა,
ჩემო სამყარო, ლამაზთვალება,
შენზე ვფიქრობ და გზა მეკვალება.

უკუნით ბნელში ვიყავ წყვდიადში,
შენმა კოცნამ კი დარდი გამიქრო,
გადავინაცვლე ნეტარ ედემში
და სიყვარულში დავნდი ვით ოქრო.

0
49
4-ს მოსწონს
ავტორი:Abashidze giorgi
Abashidze giorgi
49
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0