x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134054
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
”მკვლელობა აღმოსავლეთის ექსპრესში”  უკვდავი დეტექტივის ფილმის პრემიერა და წიგნის წარდგენა
image

”მკვლელობა აღმოსავლეთის ექსპრესში” - აგათა კრისტის უკვდავი დეტექტივის ახალი ეკრანიზაცია და ქართულ ენაზე თარგმანის წარდგენა 11 ნოემბერს 19 საათზე კინოთეატრ ”ამირანში” გაიმართება. წიგნის თარგმანი გამომცემლობა ”პალიტრა L-მა” მოამზადა. აღსანიშნავია, რომ მის ყდაზე ფილმის პოსტერის ფოტოა გამოყენებული.

პრეზენტაციაზე წიგნს წარადგენენ მისი მთარგმნელი ლევან ინასარიძე და ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი.

ფილმის ჩვენებასა და წიგნის პრეზენტაციაზე მისულ სტუმრებს განსაკუთრებული სიურპრიზებიც ელოდება. გარდა ამისა, ისინი წიგნის ყიდვას 25%-იანი ფასდაკლებით შეძლებენ.


რაც შეეხება ფილმს, მას 20th Century Fox წარმოგიდგენთ და მთავარ როლებს თამაშობენ: პენელოპა კრუსი, მიშელ პფაიფერი, ჯონი დეპი, უილემ დეფო, ჯუდი დენჩი, კენეტ ბრანა და დეიზი რიდლი.

ზამთრის სუსხიან დილას სტამბოლის რკინიგზის სადგურში, ბაქნის გასწვრივ, ჩამომდგარიყო მატარებელი, რომელსაც სარკინიგზო ცნობარებში „სიმპლონ-აღმოსავლეთის ექსპრესს“ უწოდებდნენ. საძილე ვაგონის კიბეზე ერკიულ პუარო ადის და მოგზაურობა იწყება.


image


ერთი შეხედვით, ყველაფერი მშვიდად მიდის. თუმცა, მატარებლის ერთი ვაგონით ამ არასაკურორტო სეზონზე მეტისმეტად ბევრი ადამიანი მგზავრობს, ჭრელი საზოგადოება. „ზედმეტად ჭრელია“, - არ ასვენებს ეს ფიქრი პატარა ბელგიელს. ვინ არიან ისინი?

დილით გამყოლი ერთ-ერთი მგზავრის სასტიკად დაჩეხილ ცხედარს იპოვის. გარეთ ხვავრიელად ბარდნის. უკვე ბელგრადთან არიან... გზის გაგრძელება შეუძლებელია... და თოვლში გაჩერებულ მატარებელში, ჩაკეტილ სივრცეში, ერკიულ პუარო გამოძიებას იწყებს. მან ერთი რამ იცის - მკვლელი მატარებელშია!

უცნაური და ამოუხსნელი გარემოებები აბსურდულ სურათს ქმნის... გარდაცვლილს თორმეტი ჭრილობა აქვს მიყენებული, სამხილები კი ურთიერთგამომრიცხავია. მკვლელი ცაციაა, ამასთან, მარჯვენა ხელსაც შესანიშნავად ხმარობს, ზოგი ჭრილობა ღრმაა და ზოგიც - ზედაპირული, ნაკაწრი. მკვლელი ქალიც არის და მამაკაციც, ერთდროულად. საათი მკვლელობის დროს შეცდომით აჩვენებს. ერთ სამხილს კი პუარო საკუთარ ჩემოდანში აღმოაჩენს.

მაშ, რა უნდა ქნას თოვლში გაჩერებულ მატარებელში, ჩაკეტილ სივრცეში, იძულებით დატყვევებულმა პუარომ? ის ფიქრს იწყებს და თავდაპირველი რეალობის ამოტრიალებულ, სრულიად საპირისპირო სურათს იღებს.

საფინალო სცენად აგათა კრისტის საყვარელი სტილი გათამაშდება: ყველა პერსონაჟი მაყურებელია, „სცენაზე“ კი თვით ერკიულ პუარო დგას, ერთადერთი და განუმეორებელი.

გელოდებით ყველას ვისაც გიყვართ დეტექტივები, აგათა კრისტი ან უბრალოდ სურპრიზები. ჩვენებაზე გიმასპინძლებთ ბარ-რესტორანი „ვაგონი N7 / wagon N7“. ბილეთების შესაძენად გადადით ლინკზე

0
178
5-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
178
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0