x
მეტი
  • 18.11.2017
  • სტატია:71065
  • ვიდეო:324130
  • სურათი:426063
აი როგორ გამოიყურება მსოფლიოში ყველაზე დაკუნთული ბოდიბილდერი ქალი, რომელიც რუსეთიდანაა და ძალზე პოპულარულია

image ბოდიბილდერი ნატალია კუზნეცოვა აპირებს 18 თვიანი შესვენების მერე დაუბრუნდეს სპორტს. და სურათებით თუ მივსჯელებთ ის ამისათვის მზადაა.
"პენსიიდან" აქტიურ სპორტში დაბრუნება ნატალიას აიძულა მისმა გულშემატკივრებმა და საკუთარმა რწმენამ ახალი რეკორდი დაემყარებინა . მისი სიტყვებით: "სპორტი და კერძოდ ბოდიბილდი მისთვის ყველაფერია".
" ჩემი სხეული ფორმების დანახვაზე ზოგიერთი აღფრთოვანებულია ზოგიერთი კი "შოკში ვარდება" და ცდილობს სწრაფად გამეცალოს".
"თუ თქვენ იმ ადამიანების რიცხვს ეკუთვნით, ვისაც არ შეგიძლიათ ქილას ხუფი მოხსნას ან მძიმე პაკეტები მიიტანოს მანქანამდე, მაშინ იცოდეთ, რომ ნატალია კუზნეცოვა აქ იმისთვისაა თქვენ სუსტ არსებად იგრძნოთ თავი, რადგან მისი სურათების ნახვის მერე დარწმუნდებით, თუ რა დონემდე შეიძლება განივითაროს ქალმა კუნთები–ასე წერს რუს ბოდიბილდერ ქალზე
"Lad Biblie".
როგორც უკვე ავღნიშნე ბოდიბილდერი გოგონა 18 თვიანი "შესვენების" მერე აპირებს დაუბრუნდეს აქტიურ სპორტს და თვლის, რომ ჯერ ადრეა მისი "ჩამოწერა" და თან მას სპორტის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოუდგენია.
კუზნეცოვა გეგმავს და ფიქრობს მწვრთველის კარიერაზე, რადგან უამრავი შემოთავაზება აქვს ბოდიბილდერების კლუბებიდან და კერძო პირებისგანაც უამრავი შემოთავაზება აქვს.
"რაც არ უნდა მეცვას, ტანსაცმელშიც ჩანს ათლეტური სხეული და გამვლელები, ნაცნობები თუ უცნობები მთხოვენ მათთან ერთად სურათის გადაღებას, არც მე ვეუბნები უარს. ადამიანებისათვის სიამოვნების მინიჭება მეც მგვრის სიამოვნებას"–განაცხადა ნატალიამ.
გოგონა ბოდიბილდინგით დაინტერესდა 13 წლის ასაკში და 14 წლისამ უკვე აქტიურად დაიწყო ვარჯიში სპორტის ამ სახეობაში. ნატალიას ეკუთვნის უამრავი მსოფლიო რეკორდი, მას მიანიჭეს "მსოფლიოში ყველაზე დაკუნთული ქალის" ტიტულიც.
ნატალია ძალზე დიდ დროს ანდომებს ვარჯიშს და მუდმივად იცავს სპეციალურ დიეტას, მაშინაც კი როცა ბოდიბილდერების ტურნირების სეზონი დამთავრებულია.
თავის მიღწევებზე გოგონა წერს "ინსტაგრამის" საკუთარ გვერდზე, რომელსაც გვერდის 200 000 ხელმომწერი მუდმივად ადევნებს თვალს.
ნატალიას სიტყვებით: "მიუხედავად იმისა, რომ გულშემატკივრების უზარმაზარი "არმია" ჰყავს, მას არც კრიტიკოსები აკლია, რომლებიც მას სოციალურ ქსელებში მახინჯ არსებად მოიხსენიებენ. არა მგონია რომელიმე მათგანმა ამის თქმა პირისპირ გამიბედოს, მაგრამ მათი სიტყვები ჩემზე არ მოქმედებს, თქვან რაც უნდათ მე ეს არ მწყინს".
ნატალია 26 წლისაა და 70კილოგრამს იწონის.
გთავაზობთ მსოფლიოში ყველაზე დაკუნთული გოგონას ფოტოებს.
imageimageimageimageimageimageimageimageimageimage









1
509
10-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
509
  
10 ნოემბერი, 17:00
მოჭერაში მაგარი იქნება აი :)
0 1 1