x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
ყავაშია კანისა და თმის სილამაზის საიდუმლო
imageყავის ნიღაბი პირველ რიგში სახის კანის დაბერების საწინააღმდეგო ეფექტს იწვევს.ეს იმის შედეგად, როდესაც მოხარშული ყავა გამოყოფს ანტიოქსიდანტებს და მეცნიერული კვლევის შედეგად დამტკიცებულია, რომ სწორედ ასეთი ყავის ნალექი დაუპირისპირდა კანის დაბერების პროცესს. რომ მივიღოთ ორმაგი ეფექტი, კომბინირებული ნაზავით არომატულ სასმელსაც მივიღებთ და საუკეთესო ნიღაბსაც.ძალიან მარტივია ამის გაკეთება; 2 სუფრის კოვზი ნალექიანი ყავა + ადუღებული წყალი, 1 სუფრის კოვზი შაქარი და 2 სუფრის კოვზი თაფლი. ავურიოთ კარგად და გადავისვათ სახეზე, 15 წუთის შემდეგ ჩამოვიბანოთ თბილი წყლით და სახე ელასტიური ხდება.

მეორე შემთხვევაში ყავა სასურველია თმისა და სკალპისთვის.ყველამ იცის ყავის დადებითი თვისებები კანის მოსავლელად, მაგრამ აუცილებელია ყავისგან თმის ძირების გაწმენდა, რომელიც ხელს უწყობს თმის გაზრდას.მას თმის ზრდის სტიმულატორსაც ეძახიან, რამდენადაც მას აქვს მატონიზირებელი ეფექტი.როგორ მოვამზადოთ? ჩვეულებრივ შამპუნში შეურიეთ 1/4 ჭიქა ყავა, წაისვით ნესტიან სკალპზე და წუთიერი მასაჟი გაიკეთეთ, შემდეგ დაისვენეთ და ჩამოიბანეთ 10 წუთის შემდეგ თბილი წყლით.

საინტერესოა ასევე თვალის მიდამოებში როგორ გამოვიყენოთ ყავის ნალექი? ხშირია შემთხვევა, როცა თვალის უპეებში მუქი წრეები გვხვდება. ამ დროს უნდა გავყინოთ ყავა ყინულის კუბიკებად და კოფეინი, რომელიც ყავაშია, აღადგენს თვალის მიდამოებში ეფექტს.რამდენჯერმე წრიულად წაისვით და შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

ყავა - ცელულიტის საწინააღმდეგო საშუალება.კოფეინი გვეხმარება ცელულიტების წინააღმდეგ, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას კანზე და კანქვეშ, ამ დროს მეტაბოლური პროცესები დაჩქარებულია და ცხიმების დაშლის პროცესი აქტიურდება.


ყავა - ხელებისა და ფეხების უხეშობის გასანეიტრალებლად.ეს წარმოუდგენელი წამალია იმ ადამიანებისთვის, ვისაც აქვს კანის პრობლემები.გამონაკლისია მხოლოდ ალერგიული რეაქციები.მას აქვს დამამშვიდებელი ეფექტი და ხელს უწყობს ხლებსა და ფეხებზე უხეში კანის მოშორებას. როგორ მოვამზადოთ? აურიეთ ქოქოსის ზეთი, ნახევარი ჭიქა დაფქული ყავა და ვანილის ექსტრაქტი 1/2 ჩაის კოვზი.გააკეთეთ აბაზანა თბილი წყლით და 10 წუთის განმავლობაში ხელებსა და ფეხებს გაუკეთეთ მასაჟი ამ აბაზანაში. შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით. ეს ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას და კანის "peeling" - წერს news.rambler.

0
955
4-ს მოსწონს
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
955
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0