x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
გერმანიაში მედიცინის მუშაკმა 106 პაციენტი მოკლა
image

ნილს ჰეგელს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა.


ქალაქ ოლდენბურგში(გერმანია) სანიტარ ნილს ჰეგელს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა ორი პაციენტის მკვლელობის გამო, რომელიც 2015 წელს ჩაიდინა, თუმცა საქმის გამოძიების მსვლელობისას გამოკვეთა კიდევ 90 მკვლელობა, რომელიც ჰეგელმა უკვე აღიარა.


როგორც Deutsche Welle იუწყება, მედიცინის მუშაკი პაციენტებს გულსისხლძარღვთა დაავადების წამლის სასიკვდილო დოზას უკეთებდა იმის გამო, რომ შემდეგ ის გადაერჩინა და გმირი გამოსულიყო კოლეგების თვალში და ამის გამო ქება დაემსახურებინა.


image

თუმცა სულ ახლახან გაირკვა, რომ ჰეგელმა 90 პაციენტი კია არა, არამედ 106 პაციენტი გაისტუმრა იმ ქვეყნად.

"ამ კვირის დასაწყისში საგამომძიებლო ორგანომ ჩაატარა კიდევ 16 გვამის ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზა და დაადგინდა დამატებით საეჭვო გარემოებები"-ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.


ნილ ჰეგელი მუშაობდა დელმენჰორსტის და ოლდენბურგის რეამინაციულ განყოფილებებში, პირველი პაციენტი 2000 წელს მოკლა, ხოლო პირველად ეჭვი მის მიმართ 2005 წელს გაჩნდა, როდესაც დადგინდა, რომ გადარჩენილ პაციენტებს ნილ ჰეგელმა პრეპარტარის დიდი დოზა გაუკეთა.

image

არ არის გამორიცხული, რომ მოკლული პაციენტების რაოდენობა გაიზარდოს, რადგან ზოგიერთი ავადმყოფი მიგრანტი იყო და გადასვენებულია სამშობლოში, ქვემო საქსონიის პროკურატურამ უკვე გაუგზავნა თურქეთის ხელისუფლებას მოთხოვნა მათი გვამების ექსგუმაციის შესახებ, ისიც აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი გვამის კრემაცია მოხდა, ყოველ შემთხვევაში გერმანული პრესა უკვე აღნიშნავს, რომ ნილ ჰეგელი იქცა ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მასიურ სერიულ მკვლელად.


imageიხილეთ აგრეთვე

0
234
6-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
234
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0