x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134386
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
მიშელ ლოლიტო- კაცი, რომელმაც 9 ტონა მეტალი შეჭამა

image


გასული საუკუნის 70-იან წლებში საბჭოთა კავშირში ყველას პირზე ეკერა ვიღაც უცხოელი(ზოგი ამბობდა ამერიკელიო, ფრანგიო, ინგლისელი და ა.შ.)რომელმაც ავტომობილი შეჭამა, მაინც ვინ იყო კაცი, რომელმაც არაორგანული საგნების ჭამით გაითქვა სახელი?



10 წელი გავიდა მიშელ ლოლიტოს გარდაცვალებიდან, მან სულ 57 წელი იცოცხლა და არცაა გასაკვირი....


9 წლის იყო მიშელი, როდესაც ჭიქა შეჭამა იმისთვის, რომ თანატოლებში საკუთარი ყოჩობა დაემტკიცებინა, 16 წლის ასაკში პირველად წარსდგა ფართო აუდიოტორიის წინაშე, ჭამდა ველოსიპედს, სუპერმარკეტის ურიკას თუ ტელევიზორს.


image

ლილიტო ამტკიცებდა, რომ მის ორგანოებზე ნეგატიურად არ აისახებოდა პოტენციურად საშიში ნივთიერებები, რომელსაც მეტალი, კაუჩუკი ან მინა შეიცავს.


ფრანგი სასტრადო მსახიობი საშუალოდ დღეში 900 გრამ არაორგანულ ნივთიერებას ჭამდა, ტრადიციულად მინერალურ ზეთში გაზავებულს, შემდეგ კი დიდი რაოდენობით წყალს აყოლებდა.

image

ლოლიტო მეტალს ჯერ წვრილ ნაჭრებად ყოფდა, შემდეგ ზეთს უმატებდა.ჭამდა და წყალს აყოლებდა.

image

1959 წლიდან 2007 წლამდე მიშელ ლოლიტომ მთლიანად 9 ტონა მეტალი შეჭამა.

აღსანიშნავია, რომ ექიმებმა გამოიკვლიეს მიშელის ორგანიზმი და აღმოაჩინეს, რომ მისი კუჭის კედლის სისქე ორჯერ უფრო მეტი იყო, ვიდრე ჩვეულებრივ ადამიანს უნდა ჰქონდეს.

მიშელის ყველაზე დიდი მიღწევა გახდა მსუბუქი თვითმფრინავის, Cessna 150-ის ჭამა, რომელსაც ორი წელი მოანდომა.


მიშელი გარდაიცვალა 57 წლის ასაკში ბუნებრივი სიკვდილით, დასაფლავებულია გრენობლში.(ქალაქი-კომუნა სამხრეთ აღმოსავლეთ საფრანგეთში)


შეჭმული ნივთების სია:


18 ველოსიპედი;
15 სუპერმარკეტის ურიკა
7 ტელევიზორი;
6 სასანთლე;
2 საწოლი;
ორი წყვილი თხილამური;
1 თვითმფრინავი Cessna-150;
1კომპიუტერი;
ჭიქები;
1კუბო;


1
190
7-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
190
  
2017, 10 ნოემბერი, 12:22
ეტყობა, კუბომ აწყინა, რადგან ბოლო ეგ უჭამია))
0 1 1