x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
სიზმარი

image



შენზე ფიქრში ღამით ძილი წამიხდა,
ნეტავ ჩემი სიზმარი თუ ამიხდა.
მეზმანა რომ მოგიტანე ვარდები,
შენ კი კოცნით გამიქარწყლე დარდები.
ამეშალა ისევ გრძნობის ალები,
როგორ მიყვარს ღმერთო, შენი თვალები!
ისე მიყვარს მე ზამთარში თოვა,
როგორც ცაში ვარსკვლავების კრთომა.
ისე მიყვარს ტკბილო შენი თვალები,
შემიძლია მოვიკვეთო მკლავები.
გითხარი, რომ გუშინ სიზმრად გნახე
და ზმანება ლექსით დაგანახე.
გითხარი, რომ ღამით თითქოს მკოცნე,
მომაკვდავი ისევ გამაცოცხლე.
ეს სიზმარი მომეწონა ძალიან,
ეს ხომ ჩემი გრძნობის ქარიშხალია.
როცა გნახავ, მინდა კარგო აგიშენო გალია,
თორემ ხედავ უშენობამ სულმთლად რომ გადამრია?
მინდა მართლა მოგიტანო ვარდები,
შენ კი კოცნით გამიქარწყლო დარდები.
მინდა შენმა თვალებმა კვლავ დაიწყონ კრთომა,
როგორც ცაში ვარსკვლავების მოციმციმე გროვამ.

1
9
2-ს მოსწონს
ავტორი:Abashidze giorgi
Abashidze giorgi
9
  
2017, 10 ნოემბერი, 12:23
რა კარგი სიზმარია)
0 1 1