x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ჭიათურა ჩემი ქალაქია

იქ, სადაც ახლა ჭიათურაა, ამ ერთი საუკუნის წინათ ტყითა და ბუჩქნარით დაფარული ისეთი ღრმა ხეობა იყო, რომ კაცი თვალს ვერ ჩააწვდენდა.

image

ხეობის ფსკერზე გზას იკაფავდა მშფოთვარე ყვირილა. უგზოობისა და მწირი ადგილმდებარეობის გამო არ შეიძლებოდა აქ დასახლება. მხოლოდ მწყემსები თუ მოხვდებოდნენ ამ ადგილებში.

image

მწყემსები ხშირად პოულობდნენ მანგანუმის მადნის ნამსხვრევებს, ინტერესით ათვალიერებდნენ მას, მაგრამ ვერ გაეგოთ რა იყო იგი. ეტყობა ხშირად ამსგავსებდნენ მას ჭიას, რის გამოც ერთმანეთს ეკითხებოდნენ „ჭიაა, თუ რა?“ ამბობდნენ, რომ სწორედ აქედან წარმოსდგება ჭიათურის სახელიც. მეორენი ამტკიცებდნენ, რომ ჭიათურა ამ ადგილს დაერქვა მისი მდებარეობის გამო, როცა მაღლა ზეგანზე გამავალი საქარავნო გზიდან ძირს თვალუწვდენელ ხეობას და მასზე დაკლაკნილ ყვირილას გადმოხედავდნენ, ამ ლამაზი სანახაობით აღტაცებული მგზავრები მდინარეს ჭიას ადარებდნენ და ერთმანეთს ეუბნებოდნენ „ჭიაა თუ რა“-აო?

ხალხი ამ მიწის წიაღისეულს შავ ქვას უწოდებს. ეს სახელი მრავალი წლის განმავლობაში შერჩა საქართველოში მანგანუმის მადანს და ახლაც არის ხმარებაში.

ჭიათურის მანგანუმის საბადოს პირველ აღმომჩენად ადგილობრივ მოსახლეობას, ხოლო მეცნიერულად შეისწავლა გამოჩენილმა გეოლოგ-აკადემიკოსმა ჰერმან აბიხმა.

image1846 წელს სწორედ აბიხმა მოახდინა ჭიათურის საბადოების საფუძვლიანი დაზვერვა.

ჭიათურის წიაღისეულის სიმდიდრე დიდხანს ხელუხლებელი დარჩებოდა, რომ ამ საქმისთვის ხელი არ მოეკიდა აკაკი წერეთელს. მან ქვეყანას მოჰფინა ქართული მანგანუმის სარგებლიანობა.

image

აკაკი წერთელი 1879 წელს პირველი ჩაუდგა სათავეში მანგანუმის ამოღების საქმეს. „იქ, სადაც დღეს არც გზაა და არც კვალი, რკინიგზა მოვა, ეს უდაბნო, ჭიათურა, გაშენდება. დაიწყება მარგანეცის მრეწველობა“-წერდა დიდი მგოსანი.

image

ქალაქის რელიეფიდან გამომდინარე, არსად ისე არ არის ზეცა დაქსელილი ბაგირგზებით, როგორც ჭიათურაში. მისი რელიეფის თავისებურებიდან გამომდინარე, აქ საბაგირო გზები ყველაზე მოსახერხებელი სატრანსპორტო საშუალებაა.

image

სწორედ ჭიათურის მთაგორიანმა რელიეფმა განაპირობა ბაგირგზების მშენებლობა. პირველი სატვირთო ბაგირგზა ჭიათურაში 1900 წელს აიგო. 1948 წელს ჭიათურელი კონსტრუქტორის გიორგი ფანცულაიას თაოსნობით აშენდა პირველი საბაგირო გზა. ხოლო 1954 წელს მოეწყო პირველი სამგზავრო საბაგირო გზა.

ჭიათურის რაიონში მრავალი ისტორიული და არქიტექტურული ძეგლია, რაც ადასტურებს, რომ ამ მხარის მოსახლეობა საუკუნეების მანძილზე აქტიურად მონაწილეობდა ქართველი ხალხის მატერიალური და სულიერი კულტურის შექმნაში. ძეგლთა შორის რამდენიმე უნიკალურია. განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს მდ. კაცხურას პირას აღმართული ქვის გიგანტური, 40 მეტრამდე სიმაღლის სვეტი, რომლის თხემზე ასვლას მხოლოდ ალპინისტები ახერხებენ. ეს არის კაცხის სვეტი (სოფ. კაცხში).

image

საინტერესოა ვახუშტი ბატონიშვილის ცნობა სვეტის შესახებ: „ხრამსა შინა არს კლდე აყვანილი, ვითარცა სვეტი ფრიად მაღალი, მის კლდის თხემსა არს ეკლესია მცირე, არამედს ვერღარა აღვალს კაცი, არცა უწყიან ხელოვნება აღსვლისა“.

აღსანიშნავია, რომ კაცხის სვეტი საქართველოში ქრისტიანობის მიღებამდე ყოფილა საკულტო ნაგებობა, ქრისტიანობის დამკვიდრების შემდეგ აქ აუგიათ სამლოცველო, რასაც მოწმობს სვეტის აღმოსავლეთ მხარეზე ამოკვეთილი ბოლნური ჯვარი. სვეტის თხემზე ნაპოვნია ორი პატარა ეკლესია, აკლდამა, მარნის ნაშთები და ქვევრები. ხოლო კაცხის სვეტის სახელი დაკავშირებულია ერთ-ერთი ასირიელი მამის სვიმონ მესვეტეს სახელთან.

ჭიათურა ქალაქად გამოცხადდა 1921 წელს. 1921 წლიდან ჭიათურაში აღინიშნება ქალაქის დღესასწაული „ჭიათურობა", რომელსაც ცნობილი ქართველები და ჭიათურასთან დამეგობრებული ქალაქების წარმომადგენლები ესწრებიან.

სტატიის ავტორი: სოფიო მოდებაძე


0
322
4-ს მოსწონს
ავტორი:სოფიო მოდებაძე
სოფიო მოდებაძე
322
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0