x
მეტი
  • 18.11.2017
  • სტატია:71065
  • ვიდეო:324130
  • სურათი:426063
" ჩემს წარმატებებზე ყველას ვუყვებოდი, მეგონა რომ მათაც უხაროდათ, ვცდებოდი, თურმე მტრებს ვიძენ, თურმე ჩუმად უნდა იყო.." ლეილა აბაშიძის გულწრფელი სიტყვები

image ქართული კინოს ცოცხალმა ლეგენდამ ლეილა აბაშიძემ 22 ფილმში მიიღო მონაწილეობა და 14 მთავარი როლი ითამაშა. პირველად დიდ ეკრანზე მისი სახე მაშინ გამოჩნდა როცა 8 წლის ასაკში "ქაჯანაში" მთავარი როლი შეასრულა, აღებული ჰონორარით კი 12 კვადრატული მეტრის ბინა იყიდა. გოგონა რეპრესირებული ოჯახიდან მამის დახვრეტის შემდეგ უსახლკაროდ იყო დარჩენილი.

ლეილა აბაშიძე

ამის შემდეგ იწყება მისი ბრწყინვალე სამსახიობო კარიერა, ისეთი ოსტატობით განასახიერა ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული ქალის სახეები რომ შექმნა ასეთი ფენომენი, არსებობს ფილმები, რომლებიც ლეილა აბაშიძის სახელთან ასოცირდება:"ჭრიჭინა", "აბეზარა", "შეხვედრა მთაში", "მაია წყნეთელი", "ხევისბერი გოჩა", "შეხვედრა წარსულთან" და ა.შimage ფილმი " შეხვედრა წარსულთან" მისთვის ერთგვარი გზაგასაყარია, ამ ფილმმა მიუტანა ყველაზე დიდი წარმატება, რადგან ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის პირველი პრემია მიიღო - დრამატიზმისთვის და ტრაგიზმისთვის, ამავე დროს სწორედ ამ ფილმის შემდეგ მის ცხოვრებაში დიდი პაუზა დაიწყო, მას აღარ აძლევდნენ მთავარ როლებს.. იმისათვის, რომ ეს პაუზა შეევსო მან დაწერა სცენარი ფილმისთვის "თბილისი, პარიზი, თბილისი" გადაიღო და თავად ითამაშა მთავარი როლი, შემდეგ დიდი ხნის პაუზა კიდევ ერთხელ დაირღვა ლანა ღოღობერიძის ფილმით "ორომტრიალი", რომელსაც ტოკიოს კინოფესტივალი ტრიუმფით შეხვდა.

თავად წლების შემდეგ დანანებით ამბობს: " ჩამოვიდოდი უცხოეთიდან, მქონდა რაიმე წარმატება და ამის შესახებ ყველას ვუყვებოდი, მეგონა რომ მათაც უხაროდათ. თქვენც არ მომიკვდეთ, თურმე მტრებს ვიძენ, თურმე ჩუმად უნდა იყო. არ ვიცოდი.."

image

ფილმიდან "შეხვედრა წარსულთან"

image

0
1681
5-ს მოსწონს
ავტორი:Culture Express
Culture Express
1681
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0