x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134525
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508585
"ხელოვნების სახლი" - იდეა, რომელიც რეალობდა იქცა
ბევრ ადამიანს უყვარს ხატვა, ძერწვა, ქსოვა, მაგრამ ეს სრუვილი ხშირად აუსრულებელი რჩება სხვადასხვა მიზეზის გამო. ბევრი მშობელი კი იმას განიცდის, რომ ოცდამეერთე საუკუნის ბავშვები, ძირითადად, კომპიუტერსა და პლანშეტს არიან მიჯაჭვულები.



ცოტა ხნის წინ გურამიშვილის 39-ში “Art House- ხელოვნების სახლი "
გაიხსნა, იდეის ავტორი გახლავთ თეონა ნოზაძე, რომელმაც მეგობრების დახმარებით ხელოვნებით დაინტერესებული ადამიანებისთვის არაჩვეულებრივი გარემო შექმნა.



image


- თეონა, პირველ რიგში, მოგვიყევი თქვენ შესახებ.



- ბავშვობიდან ძალიან მიყვარს ხელოვნება, მინდოდა სულ ვმჯდარიყავი, მეხატა, მეძერწა, შემეკერა, ოღონდ ყოველთვის ვცდილობდი განმარტოებას, რომ ხელი არავის შეეშალა, უბრალო კითხვებითაც კი. ვცდილობდი ისეთი გარემოს პოვნას, სადაც მშვიდად და თავისუფლად ვიგრძნობდი თავს, მაგრამ არც თუ ისე ხშირად მიმართლებდა, სანამ სამხატრო აკადემიაში არ ჩავაბარე.


image


- როგორ გაჩნდა იდეა?


- სწავლის პერიოდში გავიცანი ბავშვები, დავვახლოვდით და აღმოვაჩინეთ, რომ ერთნაირი სურვილები გვქონდა, ლექციებზე გატარებული რამდენიმე საათი არ გვყოფინიდა, გვინდოდა უფრო მეტი დრო გვქონოდა ხატვისთვის. იდეის დოენზე ვლაპარაკობდით, რომ კარგი იქნებოდა ისეთი ადგილი გვეპოვნა, სადაც არა მარტო ჩვენ, არამედ ნებისმიერ ადამიანს შეეძლებოდა მშვიდად და კომფორტულად ეკეთებინა საყვარელი საქმე. ასე იქცა ჩვენი იდეა რეალობად.



image


- ვის შეუძლია თქვენთან მოვიდეს და კონრეტულად, რისი შესწავლაა შესაძლებელი?


- აქ ნებისმიერი ასაკის ადამიანს შეუძლია შეისწავლოს ხელოვნების სხვადსახვა დარგები. შეისწავლება არა მარტო ხატვა, არამედ, თექა, გობელინი, ბატიკა, ბისერები, მხატვრულ მინაზე ხატვა, ძერწვა, ქსოვა-ქარგვა. ასაკი შეუზღუდავია, მათ, რომლებსაც სურთ დამღლელი სამუშაო კვირის მერე განტვირთვა, შეუძლიათ ერთჯერადად მოვიდნენ და გამოსცადონ საკუთარი თავი ხელოვნებაში. გვაქვს ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანი გეგმები და გვექნება ბევრი გასვლითი ღონისძიება.


image


ხელოვნება დიდ გავლენას ახდენს ადამიანის ცხოვრებაზე:

იგი ადამიანის სულიერების ნაწილია, ასაზრდოებს მას და ამაღლებს ინტელექტს.

აძლიერებს აღქმასა და გრძნობებს.


image


ხელს უწყობს ადამიანი გემოვნებას, ხასიათსა და ფსიქიკის ჩამოყალიბებას.

ხელოვნება საუკეთესო განტვირთვაა გონებისათვის.


image



ასე რომ, თუკი ხელოვნება გიყვართ ანდა გსურთ, რომ თქვენს პატარას შეაყვაროთ და მოსწყვიტოთ იგი ტექნკოლოგიებით სავსე სამყაროს, "ხელოვნების სახელში" მოუთმენლად გელოდებიან.


0
27
1-ს მოსწონს
ავტორი:ღიმილიანი
ღიმილიანი
27
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0