x
image
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
ბიორკის დაუვიწყარი კონკურსი და იღბლიანი მსმენელის ისტორია, რომელიც კონცერტს უფასოდ დაესწრო


image

ლეგენდარული ისლანდიელი მუსიკოსის ბიორკის მოსასმენად თბილისს მსმენელები სხვა ქვეყნებიდაც ეწვივნენ. ბილეთები ისეთ ქვეყნებშიც კი გაიყიდა, როგორიცაა მადაგასკარი და მავრიტანია. თუმცა მომღერლის ორივე კონცერტი შედარებით მცირე საკონცერტო სივრცეებში გაიმართა და მისმა ბევრმა გულშემატკივარმა დასწრება ვერ მოახერხა. მსმენელების ნაწილმა კონცერტზე დასწრება ბილეთის მაღალი ღირებულების გამო ვერ მოახერხა.


კონცერტზე დამსწრე აუდიტორიაში კი იყო ერთი გამორჩეული მსმენელი, რომელმაც საყვარელი შემსრულების კონცერტზე დასწრება გათამაშებაში გამარჯვების შედეგად მოახერხა. ხორცპროდუქტების მწარმოებელი ლიდერი კოპანიის ”ნიკორას” მიერ მოწყობილ გათამაშებაში უამრავმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, თუმცა იღბლიანი ნინო მეგრელიშვილი აღმოჩნდა. ჩვენ დავინტერესდით როგორ ცხოვრობს ნინო და როგორია მისი ემოციები ბიორკის კონცერტზე დასწრების შემდეგ.


მოგვიყევით თქვენ შესახებ..




31 წლის ვარ და ერთ-ერთ გერმანულ კომპანიაში ვმუშაობ. ძალიან მიყვარს მოგზაურობა, მთა და ზღვა. მე და ჩემი მეუღლე ვცდილობთ, ყოველ წელს წავიდეთ საზღვარგარეთ სამოგზაუროდ და გავეცნოთ სხვადასხვა ქვეყნების კულტურას.


ზოგადად რა ჟანსრის მუსიკას უსმენთ?


ვუსმენ კლასიკურ მუსიკას, ჯაზს, სოულს. ბიორკი კი ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი შემსრულებელია. მისი მუსიკას და ფილმების თაყვანისმცემელი ბავშვობიდანვე ვიყავი. ასე რომ ეს საჩუქარი ჩემთვის ნამდვლი ოცნების ახდენა იყო. სიმართლე გითხრათ, მსგავსი კონკურსების არასდროს მჯეროდა, მაგრამ ”ნიკორამ” დამარწმუნა, რომ ერთ დღესაც ნებსმიერს შეიძლება გაუმართლოს.

კონკურსში მონაწილეობა რატომ გადაწყვტიეთ?

ბიორკის კონცერტის შესახებ ტელევიზიით გავიგე. ძალიან დიდი სურვილი გამიჩნდა დავსწრებოდი მეუღლესთან ერთად. თუმცა ბილეთის ფასის გამო ამ სურვილზე უარის თქმა გვიწევდა. სწორედ ამ დროს ”ფეისბუქზე” შემთხვევით წავიკითხე ”ნიკორას” გათამაშების შესახებ, დასმული იყო კითხვა და სწორი პასუხის შემთხვევაში გამარჯვებულს გადაეცემოდა 2 ბილეთი ბიორკის კონცვერტზე ოპერის და ბალეტის თეატრში. კითხვა ეხებოდა ბიორკის წარმოთქმულ სიტყვას დაჯილდოების ცერემონიალზე. პასუხი უცებ დავაფიქსირე კომენტარის სახით. გამარჯვებულის გამოვლენა ხდებოდა ორშაბათს შემთხვევით შერჩევის პრინციპით. შაბათ-კვირას კონკურსი გადამავიწყდა კიდეც. თუმცა ორშაბათს მოულოდნელად მომივიდა შეტყობინება ”ნიკორასგან”, რომ მე გავხდი გათამაშების გამარჯვებული. თავიდან არ მჯეროდა, ვიფიქრე, ვიღაც მეხუმრებოდა, რადგან 200 მონაწილეს შორის სწორედ მე გამიღიმა ბედმა.

როგორია თქვენი ემოციები და შთაბეჭდილებები კონცერტზე დასწრების შემდეგ?

კონცერტს ჩემს მეუღლესთან ერთად დავესწარი. დარბაზი სავსე იყო ბიორკის თაყვანისმცემლებით. 2 საათიანი პროგრამა იყო მუსიკის ნამდვილი ზეიმი და ჰარმონია. შესვენების დროს სტუმრებს ყვავილები გადმოგვცეს, რომ ბისზე გამოსულ მომღერალი გაგვეოცებინა. ტაში არ მთავრდებოდა ხალხი ყვავილებს სცენისკენ ისროდა. მთელ დარბაზში საოცარი სურნელი და ემოცია ტრიალებდა. ეს შთაბეჭდილება ძალიან დიდი ხანს გამყვება.

0
371
5-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
371
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0