x
მეტი
  • 22.11.2017
  • სტატია:71177
  • ვიდეო:324236
  • სურათი:426268
ყველაზე გამძლე და ყველაზე სანდო - Toyota Land Cruiser Prado ახალი სიმაღლეების დასაპყრობად მზადაა

image

თანამედროვე სამყაროში, რომელიც განვითარების მაქსიმალურ დონეს მიაღწია, განსაკუთრებული პროდუქტებისა და თუ იდეების შექმნა და რეალიზაცია ნამდვილად რთული საქმეა. მიუხედავად ამისა არსებობენ დიადი ადამიანები, დიადი გამოგონებები, დიადი მოწყობილობები და დიადი მანქანებიც. მათ შორის კი საპატიო ადგილს იკავებს მსოფლიოს ლიდერი ავტომწარმოებლი ”ტოიოტა”, რომლის ისტორიაც თითქმის საუკუნეს ითვლის და რომელმაც 2017 წლის ბოლოს სრულიად ახალი მოდელი Toyota Land Cruiser Prado წარუდგინა მსოფლიოს.




საინტერესოა, რომ ”ტოიოტას” პირველი პროდუქტი ელექტრო სართავი დაზგა იყო და არა -ავტომობილი. XIX საუკუნეში იაპონელი საკიჩი ტოიოდას მიერ გამოგონებულმა ელექტრო სართავმა დაზგამ რევოლუცია მოახდინა ქვეყნის ტექსტილის წარმოებაში. 100 000 ფუნტი, რომელიც ოჯახმა თავისი ავტომატური სართავი დაზგის პატენტის გაყიდვაშიმიიღო, გამომგონებლის შვილმა კიიჩირომ ახალი კომპანიის Toyota Motor Corporation (TMC) შექმნასმოახმარა. სწორედ ასე 1937 წლიდან იწყებს ”ტოიოტა” ავტომობილების წარმოებას.


და მაინც რატომ არის ”ტოიოტა” ასეთი მოთხოვნადი? პასუხი მარტივია. ხარისხი, გამძლეობა და საიმედოობა - ესაა კომპანიის სამი პრიორიტეტი, რომელიც მის ყველა პროდუქტში გარანტირებულია.


კომპანია რომ ინოვატორია, ამაზე არავინ დავობს. აღსანიშნავია, რომ ”ტოიოტამ” პირველი ”ლენდ კრუიზერი” 1951 წელს გამოუშვა, სწორედ მაშინ, როცა პირველად გამოჩნდა ფერადი ტელევიზორი და საბჭოთა კავშირმა ორბიტაზე პირველი სატელიტი გაუშვა. თუმცა 2017 წლის დასრულება მან ნამდვილად განსაკუთრებული სიახლით გადაწყვიტა. განახლებულიToyota Land Cruiser Prado მსოფლიო პრემიერის შემდეგ უკვე საქართველოშია და ახალი სიმაღლეების დასაპყრობად ემზადება. ქვეყანაში ახალი მოდელის პრეზენტაციაც ისეთი იყო, როგორიც ავტომობილების მეფეს შეეფერება. საავტომობილო ექსპერტების შემდეგ მისი დასტესტვა ჟურნალისტებს მოგვანდეს. პრეზენტაცია და ტესტ დრაივი შატო მუხრანის ტერიტორიაზე გაიმართა. ისტორიულ მამულებში გამართული სანახაობა, ისევე როგორც თავად ავტომობილი, ნამდვილად დაუვიწყარი იყო.


image


პრეზენტაციაზე დეტალურად აგვიხსნეს, რომ ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ყველგანმავალი განახლდა და კიდევ გაუმჯობესდა, ვიზუალურადუფრო დაიხვეწა, ტექნიკური თვალსაზრისით კი განვითარების სრულიად ახალ საფეხურზე ავიდა. Toyota Land Cruiser Prado-ს რეპუტაციასკიდევუფროამყარებსმისიექსტერიერისახლებური, უფროთანამედროვედაგამოკვეთილისტილი, უფროდახვეწილი, კომფორტულიდამაღალიხარისხისინტერიერისდიზაინი, გაუმჯობესებულიდინამიურიმაჩვენებლებიდამომხმარებლისკომფორტზეგათვლილი შესაძლებლობები, როგორცნორმალურ, ასევეუგზოობისპირობებში.


პრეზენტაციამ ახალი ავტომობილის დატესტვის სურვილი კიდევ უფრო გაგვიმძაფრა. შატო მუხრანის ეზოში გამოსულებს, საჰაერო აკრობატული შოუს თანხლებით წარმოგვიდგინეს ახალი მოდელის 2 ავტომობილი: შავი და ბრინჯაოსფერი მეტალიკი. ყველანი სასტარტო ლოკაციისკენ წავედით. ავტომობილების დეტალური დათვალიერების შემდეგ გონგის ხმაც გაისმა. დატესტვა დაიწყო. მე-14 ვიყავი და ისე მშურდა პირველების, როგორც არასდროს. თუმცა ლოდინი მოსაბეზრებელი ნამდვილად არ ყოფილა. სასიამოვნო განწყობის შექმნაზე ”ქუჩის თეატრის” მასხიობები და ბენდი Yellow ზრუნავდნენ.


მოვიდა ჩემი რიგიც. გულის ფანცქალით ჩავჯექი ავტომობილში და მისი დათვალიერება დავიწყე, თუმცა გონგის ხმამ მამცნო, რომ დრო იყო, სვლა დამეწყო. გზის პირველ ნაწილზე საკმაოდ რთული მონაკვეთი - ვიწრო და ამაღლებული ხიდი იყო. თუმცა ახალი ”ლენდ კრუიზერ პრადოს” Multi-terrain Monitor ეკრანის ფუნქციების დახმარებით გადასვლა არ გამჭირვებია. როგორც ამიხსნეს, მისი შესაძლებლობები გაფართოებულია და მოიცავს არა მარტო იატაკ ქვეშ და წინ ხედვის როტაციის ფუნქციებს, არამედ პანორამული ხედვისა და ფართო უკანა ხედვის ეკრანებსაც.


მანქანა გავტესტე უგზოობის პირობებშიც, ტალახზე სიარული რეჟიმზეც და ასევე 5 სიჩქარიანი ნელი სვლის მაკონტროლებელი ცოცვის ფუნქციით. მიღებული ემოციების გადმოცემა ნამდვილად რთულია. ერთი რამ კი ცხადია, ახალი ”ტოიოტა ლენდ კრუიზერ პრადო” პირველივე შეხებიდან შეაყვარებს ყველას თავს. მივხვდი, რატომ არის ”ლენდ კრუიზერი” ასეთი პოპულარული მოდელი საქართველოსა და ზოგადად, მსოფლიოში.


საოცარი ემოციებისა და შთაბეჭდილებების დასასრული კი გრანდიოზული ცეცხლოვანი შოუ იყო. ავტომობილის ოფიციალური პრემიერა საქართველოსა ნამდვილად შედგა. ”ტოიოტა კავკასიის” პრეზიდენტი მიცურუ კონიში ambebi.ge-სთან საუბარში განმარტავს, რომ მისი რწმენით, ქართული საზოგადოება ახალ ”ლენდ კრუიზერ პრადოს” დიდი სიხარულით მიიღებს, რადგან ”ლენდ კრუიზერი” ნამდვილად გამორჩეული და პოპულარული ავტომობილია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიო მასშტაბით.


„ტოიოტა კავკასიის“ პროდუქტის და ფასწარმოქმნის სპეციალისტი გაგა კოხრეიძე: ”წარმოგიდგენთ ახალ პრადოს, რომელიც წინამორბედთან შედარებით გაუმჯობესებულია. ავტომობილი დამატებით აღჭურვილია უგზოობისა და საგზაო ოფციებით, რომლებიც მფლობელს უგზოობაზე გადაადგილებას უმარტივებს და დაბრკოლებებს არიდებს. ერთ-ერთი განსაკუთრებული ფუნქციაა ცოცვის რეჟიმი. მომხმარებელს შეუძლია აირჩიოს 5 სხვადასხვანაირი რელიეფის შესაბამისი მოჭიდება: ქვიშა, თოვლი, ტალახი, ქვაღორღი და ბორცვიანი რელიეფი. ახალი პრადოს საჭესთან ნებისმიერი მძღოლი ნამდვილ ოფროუდერად იგრძნობს თავს. ასევე, დამატებითი ოფციაა 360 გრადუსიანი კამერა, რომელიც როგორც ქალაქში, ისე ოფროუდის დროსაც გამოგადგებათ.”


image


ჟურნალ AutoBild-ის რედაქტორი შალვა ბუაჩიძე: ”ჩემი უცხოელი მეგობრები ხშირად ხუმრობენ ხოლმე, რომ ”ლენდ კრუიზერის” ქვეყანა ხართო. ეს სიმართლეა, რადგან ”ლენდ კრუიზერი” საქართველოში არის ყველაზე პოპულარული ავტომობილი. დღეს კი ჩვენ ვნახეთ განახლებული ”ლენდ კრუიზერ პრადო”, რომელიც დაიხვეწა ვიზუალურად. მისი ინტერიერი გაცილებით უფრო ლამაზია. ტექნიკური თვალსაზრისით სრულიად ახალ საფეხურზე ავიდა. მას დამატებული აქვს არაერთი ოფროუდ რეჟიმი, რომელიც მძღოლს ეხმარება რთულ პირობებში გადაადგილდეს უფრო მარტივად. ამ ავტომობილით გამოუცდელი მძღოლიც კი მარტივად გადაადგილდება.”


მიშა წულუკიძე, ტესტდრაივის მონაწილე, საავტორო გადაცემა ”ავტორბოლის” წამყვანი: ”ტოიოტამ” და განსაკუთრებით ”პრადომ” მართლაც ძალიან შეაყვარა თავი ქართველ საზოგადოებას. ეს მისი ხარისხიდან, დიზაინისა და საუკეთესო მაჩვენებლებიდან გამომდინარეობს. დღეს კი ახალი მოდელი გავტესტეთ და სიახლეები ცალსახად იგრძნობა როგორც ექსტერიერში, ისე ინტერიერში. საქართველოში ეს ნამდვილად ერთ-ერთი გამორჩეული ავტომობილია.”


აქვე ”ტოიოტა ლენდ კრუიზერ პრადოს” სხვა ტექნოლოგიურ მახასიათებლებსაც გთავაზობთ:


  • ახალი მოდელის იღბლიან მფლობელს ავტომობილში დახვდება ახალიდიზაინის მქონე ინსტრუმენტებისპანელი, რომელიც მოიცავსდიდ 8-დიუიმიან Toyota Touch® 2 და „Go“ მულტიმედიასისტემას, მძღოლისოპტიტრონულმრიცხველებსდასაჭისმოწყობილობათამექანიზმისმიერმართულ2-დიუიმიან მულტი-ინფორმაციულეკრანს.
  • წინასავარძლისგაუმჯობესებული ვენტილაცია, უკანა სავარძლების გათბობა, ავტომატური კლიმატ-კონტროლი და “ჭკვიანი გასაღების“ ახალი დიზაინი - „ტოიოტას“ მძღოლსა და მგზავრებს კიდევ უფრო მეტ კომფორტს უქმნის.
  • ლენდ კრუიზერ პრადოს მთლიანისიგრძე 60 მმ-ითარისგაზრდილი 4, 840 მმ-მდე. მასგანსაკუთრებულიმანევრულობაახასიათებს, რომლისმობრუნებისმინიმალურიწრემხოლოდ8 მეტრია.
  • ახალიToyota Land Cruiser Prado ექსტერიერის ათსხვადასხვაფერშია ხელმისაწვდომი. მათგანორისრულიადახალია - Midnight Emerald Blue („შუაღამისზურმუხტისებრილურჯი“) და Avant-Garde Bronze metallic („ავანგარდულიბრინჯაოსფერიმეტალიკი“).ინტერიერიორფერში გვხვდება: შავიდა Premium Beige, რომელიცსრულიად ახალია.


  • უგზოობისპირობებშიმოძრაობისასწინამხარისხილვადობისგაუმჯობესებისმიზნით, ახალიცენტრალურიმართვისპანელისუკიდურესიზედანაწილიდადაბლებული, უფროგლუვიდადახვეწილიშესახედაობისაა. მართვისპანელზეგანთავსებულიაახალი, უფროდიდიზომის 8-დიუიმიანი ფერთასრულიდიაპაზონისმქონემულტიმედიაეკრანი, გლუვიზედაპირისმქონეკონდიცირებისკონტროლისპანელიდაგადაცემასთანდაკავშირებულიინსტრუმენტულიპანელი.

ახალი მოდელის შეძენა ან უბრალოდ მისი შესაძლებლობების გატესტვა კი ტოიოტას ოფიციციალურ დილერებთან ”ტოიოტა ცენტრ თბილისსა” და ”ტოიოტა ცენტრ თეგეტაშია” შესაძლებელი.



(R)

1
165
4-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
165
  
9 ნოემბერი, 12:57
სტატია საინტერესოცაა და შემეცნებითიც, თუმცა ამ ჯიპის მაღალი გამავლობა თოვლში და ტალახში გადაჭარბებულია, ბევრად უფრო მაღალი გამავლობის მანქანები ყავს "სუბარუს" და "აუდს".
0 1 1